ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 22 საათი, 17 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 26


ვაკანსიის N 67040     

პოზიციის დასახელება
ეკონომიკური სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
კატეგორია
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა
19.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
1400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             • განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება, მათ შორის: ბაზრის კვლევა;
• საჭიროების შემთხვევაში (ბაზრის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე) შესასყიდი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სპეციფიკაციების დაზუსტება მომთხოვნ სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებით;
• შესყიდვის ობიექტის ფასის დადგენა/დაზუსტება და შედარება შესყიდვების წლიურ გეგმასთან;
• სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის პროექტის მომზადება და სატენდერო/საკონკურსო კომისიისთვის წარდგენა;
• სატენდერო/საკონკურსო/გამარტივებული შესყიდვის პროცედურების უზრუნველყოფა და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება (სატენდერო, და საკონკურსო კომისიის აპარატის წევრის ფუნქციების განხორციელება).
• სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციისა და მის შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრულ სხვადასხვა ფორმაში;
• მიმწოდებლისთვის საავანსო გადარიცხვის ინიცირება, ასევე მიმწოდებლის მიერ შესრულებული ვალდებულების შემდგომ, მისი მოთხოვნის საფუძველზე, საავანსო ან/და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
• საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებელი სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტისა და შესაბამისი განმარტებითი ბარათის მომზადება, ასევე განკარგულების გამოცემისათვის საჭირო პროცედურების დაწყება;
• კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ctd მოდულში (კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემა - ctd.spa.ge) ყველა საჭირო პროცედურის წარმოება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველყოფა/ცხრილების შევსება;
• შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შენახვის უზრუნველყოფა შესაბამისი პროცედურის დასრულებიდან ნორმატიული აქტით დადგენილი ვადის განმავლობაში;
• სააგენტოში არსებული ფინანსური კონტროლის პროგრამაში განხორციელებული შესყიდვის შესახებ შესაბამისი მონაცემების ასახვა და დოკუმენტაციის ატვირთვა.
• ხელმძღვანელობისათვის ანგარიშებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის მომზადება, კორესპონდენციის დამუშავება/მომზადება;
• ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
ბიზნესი და ადმინისტრირება, ეკონომიკა, სამართალი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს შრომის კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
  • ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“; 
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“; 
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“ 
  • საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება;
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულება;


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №150
საკონტაქტო ტელეფონები
599898858
საკონტაქტო პირი
ლალი ნემსაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    • არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით.
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი და გამოცდილება;
• გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
• ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• დროის მართვა და განაწილება.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
• სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ბრძანება, ხელშეკრულება, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, არსებობის შემთხვევაში შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;
- კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
- კონკურსანტთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილებების შეტყობინების მიზნით დაკავშირება მოხდება მხოლოდ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება