ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 22 საათი, 22 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 108


ვაკანსიის N 67038     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპეციალისტი (ადამიანური რესურსების მიმართულებით)
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    
სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. სააგენტოს მიზანია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებით, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებითა და მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციითა და რეაბილიტაციით საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
                    
კატეგორია
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა
18.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
1150 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             • ამზადებს და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს მივლინების, შვებულების, მოვალეობის დაკისრების და სხვა შესაბამის ბრძანებებს;
• აწარმოებს პირად საქმეებს სრული კონფიდენციალურობის დაცვით;
• ქმნის  და ანახლებს თანამშრომელთა საინფორმაციო ბაზას;
• ამზადებს პასუხებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით შემოსულ წერილებზე;
• უზრუნველყოფს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით კადრების შერჩევის პროცესებს: მონიტორინგს უწევს შემოსულ განაცხადებს, ამზადებს შერჩეულ კანდიდატთა სიას; კოორდინაციას უწევს ტესტირების/გასაუბრების თაობაზე შეტყობინებებს და უკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს; ამზადებს საჭირო დოკუმენტებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიისთვის არსებული პროცედურის და უშუალო ზედამხედველის მითითებების თანახმად;
• აცნობებს შერჩეულ კანდიდატს შედეგებს და აზუსტებს სამუშაოს დაწყების დღეს; აცნობებს  სხვა კანდიდატებს ტესტირების ან/და გასაუბრების შედეგებს;
• ახდენს ახალი თანამშრომლის ორიენტირებას;
• ახდენს თანამშრომლების საქმიანობის შეფასების პროცესების ადმინისტრირებას, აგზავნის საინფორმაციო წერილებს, უზრუნველყოფს შევსებული ფორმების დროულ მოწოდებას;
• უზრუნვლყოფს შესრულებული სამუშაოს შეფასებების და საჭირო ტრენინგების/პროფესიული განვითარების სფეროების აღრიცხვას;
• საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) „საქართველოს კონსტიტუცია“ (II თავი);

ბ) „საქართველოს შრომის კოდექსი“;

გ) „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და  პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ)  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III და IV თავი);

თ) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი VI,VII და IX თავი);

ლ) საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილება;

მ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის  31 დეკემბრის №485 ბრძანება;

ნ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის  31 დეკემბრის №486 ბრძანება;

ო) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის  №80 ბრძანება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი. ალ.ყაზბეგის გამზ. #42
საკონტაქტო ტელეფონები
2303012
საკონტაქტო პირი
თეა ბოლქვაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი განათლება, სასურველია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;  
ბ) სასურველია, საჯარო დაწესებულებაში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით  1-წლიანი  მუშაობის გამოცდილება;
გ) სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა - C2;
დ) სასურველია კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Ms office Word; Ms office Excel; Ms. Office Outlook; Ms. Office PowerPoint; ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის - „დესი“-ს ცოდნა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ატვირთული დოკუმენტაციით მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან;
• კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს;
• კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); იმ შემთხვევაში თუ დიპლომი გაცემულია უცხო ქვეყნის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დოკუმენტს უნდა ახლდეს შესაბამისად ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი ქართულ ენაზე;
- არსებობის შემთხვევაში სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). იმ შემთხვევაში თუ ცნობა გაცემულია უცხო ენაზე, დოკუმენტს თან უნდა ახლდეს შესაბამისად ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი ქართულ ენაზე; დოკუმენტში გარკვევით უნდა ჩანდეს რა სპეციალიზაციით მუშაობდა, ან მუშაობს აპლიკანტი;
• ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
• აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
• მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
• ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
• კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
• კონკურსი ითვლება გავლილად კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში;
• კანდიდატის კონკურსის რომელიმე ეტაპზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის დაუშვებლობის საფუძველს, მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა;
• კანდიდატები ვალდებულნი არიან კონკურსზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება