ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 22 საათი, 31 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 2


ვაკანსიის N 67037     

პოზიციის დასახელება
საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტი - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
ქალაქ თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრი
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
19.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თეთრიწყარო
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანების „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ თანახმად საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის უზრუნველყოფის მიზნით განახორციელებს განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნოვაციების გაცნობას, სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ ხელშეწყობას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში სამართლებრივ დახმარებას,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობას სასამართლოში, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში სხვადასხვა სახის იურიდიული კონსულტაციის გაწევას და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი:

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;

ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“

თ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;

ი) ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილება;

კ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თეთრიწყარო თამარ მეფის ქ.N4
საკონტაქტო ტელეფონები
591058977
საკონტაქტო პირი
ზურაბ აზარიაშვილი

დამატებითი ინფორმაცია
                    გამარტივებული კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით;

კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
* უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
* სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
* სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.

კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად.
გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად, გადაწყვეტილებას მიიღებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება