ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 21 საათი, 3 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 14


ვაკანსიის N 67034     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად პროექტებსა და მოვლა-შენახვის ღონისძიებებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიზანია საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის ევროპულ სტანდარტებთან ინტეგრაცია და გზით მოსარგებლეთა საჭიროებების ეფექტური დაკმაყოფილება, ხოლო ძირითადი ამოცანებია:
- საქართველოში საავტომობილო გზების უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება;
- მგზავრობის დროის შემცირება სატრანზიტო ნაკადის გაზრდა;
- საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის რაციონალური მართვა/გაუმჯობესება;
- საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების გაუმჯობესება
                    
კატეგორია
ფინანსები
განცხადების ბოლო ვადა
19.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
1700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, სამმართველოში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში;
- კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და ნაერთი ანგარიშების წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის დაკვეთით შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების უზრუნველყოფა კონტრაქტორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე;
- კომპეტენციის ფარგლებში ხაზინის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა (საგადასახადო მოთხოვნის და ინვოისის მომზადება, ავანსების დამოწმება, CPV დაზუსტება და სხვა). შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-გვერდზე კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის შემოწმება და დადასტურება;
- კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება
-  სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება ან სპეციალობა – ეკონომიკა.
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;
-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
- საქარველოს საბიუჯეტო კოდექსი;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის I კარის I თავი, V კარის XI და XVIII თავი, VI კარი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების
განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის N1-1/23 ბრძანება „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესხებ დებულების დამტკიცების
თაობაზე“;
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი
სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების
ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ
მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება N125 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“.
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №43/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების
დამტკიცების შესახებ“;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი N12
საკონტაქტო ტელეფონები
591217744

დამატებითი მოთხოვნები
                    კანდიდატს მოეთხოვება:
• საბუღალტრო აღრიცხვის, საფინანსო ან/და ეკონომიკურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
• საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
• დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კომპლექსური აზროვნების უნარი;
• დროის ეფექტიანი მართვა;
• საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
• ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;

- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით, (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას).

- აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი).
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო და ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას;

-კონკურსანტებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან წერილობით.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქულათა სისტემის საფუძველზე.

                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება