ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 21 საათი, 17 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 23


ვაკანსიის N 67032     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად პროექტებსა და მოვლა-შენახვის ღონისძიებებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიზანია საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის ევროპულ სტანდარტებთან ინტეგრაცია და გზით მოსარგებლეთა საჭიროებების ეფექტური დაკმაყოფილება, ხოლო ძირითადი ამოცანებია:
- საქართველოში საავტომობილო გზების უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება;
- მგზავრობის დროის შემცირება სატრანზიტო ნაკადის გაზრდა;
- საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის რაციონალური მართვა/გაუმჯობესება;
- საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების გაუმჯობესება.
                    
კატეგორია
ფინანსები
განცხადების ბოლო ვადა
19.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
2800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, სამმართველოში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების საფუძველზე, დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე გამოყოფილი სახსრების ხარჯვაზე მონიტორინგი;
- დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება;
 - წინასწარი გადახდის (ავანსები) გაცემის შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში კონტრაქტორების მიერ წარმოდგენილი ავანსის საბანკო გარანტიების ფინანსური რეკვიზიტების შემოწმება;
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის დაკვეთით შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების უზრუნველყოფა კონტრაქტორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე;
- კომპეტენციის ფარგლებში ხაზინის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა (საგადასახადო მოთხოვნის და ინვოისის მომზადება, კონვერტაცია, ავანსების დამოწმება, CPV დაზუსტება და ა.შ) შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-გვერდზე კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის შემოწმება და დადასტურება;
- კომპეტენციის ფარგლებში საინფორმაციო ცხრილების და ანალიზის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ფინანსური ანგარიშის მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში;
- კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ მონაცემების მიღება-დამუშავება და ნაერთი ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
- სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.



            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება ან სპეციალობა – ეკონომიკა
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“;
- საქარველოს საბიუჯეტო კოდექსი;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის I კარის I თავი, V კარის XI და XVIII თავი, VI კარი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის N1-1/23 ბრძანება „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №43/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების
დამტკიცების შესახებ".



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი N12
საკონტაქტო ტელეფონები
591217744

დამატებითი მოთხოვნები
                    კანდიდატს მოეთხოვება:
• საბუღალტრო აღრიცხვის, საფინანსო ან/და ეკონომიკურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
• საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
• დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კომპლექსური აზროვნება;
• დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
• საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
• ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.



                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;

- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით, (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას).

- აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი).
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო და ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას;

-კონკურსანტებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან წერილობით.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება