ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 21 საათი, 38 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 32


ვაკანსიის N 67027     

პოზიციის დასახელება
გარემოს დაცვის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მომსახურების მდგრად საფუძველზე გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიების ობიექტების განვითარებას, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მყარი ეკონომიკური ბაზის შექმნას, საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციას, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შეღავათიანი სესხების გაცემის უზრუნველყოფას, უცხო ქვეყნებისა და საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბიზნესის განვითარების მიზნით ტექნიკური დახმარების გაწევას. საქართველოში კონფლიქტის შედეგად მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებული ზარალის აღმოფხვრას.
ფონდის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.mdf.org.ge.
                    
კატეგორია
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები
განცხადების ბოლო ვადა
19.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
2000 ლარიდან 3000 ლარამდე
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - პროექტების გარემოსდაცვითი  უსაფრთხოების საკითხებზე შემოსული  კორესპოდენციის განხილვა, საპასუხო კორესპოდენციის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
 - პროექტების უსაფრთხოების შეფასებასთან და გარემოსდაცვით საკითხებთან  დაკავშირებული სტანდარტული პროცედურების შესახებ  ინფორმაციის დამუშავება  და დაცვა; 
- საჭირო გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადება,  კონსულტანტების  მიერ  მომზადებული  სხვადასხვა გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის გაცნობა, ანალიზი და საქართველოს მოქმედ  კანონმდებლობასთან და დონორების მოთხოვნებთან შესაბამისობის  დადგენა; 
- დამატებითი ასპექტების  შემცველი  სპეციფიური პროექტების გადამუშავებული კითხვარების შედგენა  და ხელმძღვანელთან შეთანხმება; 
- კონკრეტული პროექტების გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმების შედგენა;
 - ფონდის  მიერ  გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებაში  მონაწილეობა (გარემოსდაცვითი საკითხები);
 - პროექტების შეფასებისა  და სხვა  სამსახურებთან მჭიდრო  თანამშრომლობა საინჟინრო პროექტების, გარემოზე ზემოქმედების  შეფასებისა  და პროექტების უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფის  მიზნით; 
- პროექტების გარემოსდაცვითი  მონიტორინგის ჩატარება  და სათანადო ანგარიშგება მგფ-ის  პროცედურების შესაბამისად; საზედამხედველო კომპანიების და მონიტორინგის სპეციალისტების მიერ  წარმოდგენილი ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშების განხილვა, ანალიზი და შესაბამისი  ანგარიშების მომზადება დონორი ორგანიზაციებისთვის წარსადგენად,  მათი მოთხოვნის  შესაბამისად; 
- წინასაპროექტო ეტაპზე გარემოზე  ზემოქმედების  შეფასების, გარემოზე  ზემოქმედების  ნებართვის  აუცილებლობისა და პროექტის  კატეგორიის განსაზღვრა;
 - პროექტში  ჩართული  დაინტერესებული მხარეების  ინფორმირება გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე; 
- კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობის  დამყარება პროექტში  ჩართულ  დაინტერესებულ მხარეებთან (სამთავრობო სტრუქტურები,  მუნიციპალიტეტები, დონორები, კერძო  სექტორი, კონსულტანტები, კონტრაქტორები და სხვა  ორგანიზაციები); 
- ფონდის  ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა კომისიებისა და სამუშაო  ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა. 
- საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელი სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიების განხორციელება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
აღმაშენებლის გამზ. 150გ
საკონტაქტო ტელეფონები
(+995 32) 2437001 (417)
საკონტაქტო პირი
სალომე მხეიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    - სამწლიანი სამუშაო გამოცდილება გარემოს დაცვის სფეროში;
- გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და ნორმატიულ  დოკუმენტებთან  მუშაობის გამოცდილება;
- გარემოს მართვის  გეგმის  და სხვა  ტექნიკური  დოკუმენტაციის შემუშავების  გამოცდილება;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გარემოს დაცვის  მიმართულებით  გავლილი ტრენინგები.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    სამუშაო პირობები:

სამუშაო პირობები დაფუძნებულია და იმართება საქართველოს კანონმდებლობით, მგფ-ის შიდა პროცედურებით და შრომითი ხელშეკრულებით. სამუშაოს აღწერილობა წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

- კონკურსანტმა საკონკურსო განაცხადი უნდა შემოიტანოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის http://www.hr.gov.ge საშუალებით; - კონკურსს ჩაატარებს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საკონკურსო კომისია.

აუცილებელია კანდიდატმა:
- ველში „განათლება" ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი (დიპლომი, ან ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);
- შეავსოს სამოტივაციო წერილი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება