ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 22 საათი, 23 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 5


ვაკანსიის N 67021     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
საგზაო უსაფრთხოების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად პროექტებსა და მოვლა-შენახვის ღონისძიებებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიზანია საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის ევროპულ სტანდარტებთან ინტეგრაცია და გზით მოსარგებლეთა საჭიროებების ეფექტური დაკმაყოფილება, ხოლო ძირითადი ამოცანებია:
- საქართველოში საავტომობილო გზების უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება;
- მგზავრობის დროის შემცირება სატრანზიტო ნაკადის გაზრდა;
- საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის რაციონალური მართვა/გაუმჯობესება;
- საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების გაუმჯობესება.
                    
კატეგორია
საინჟინრო საქმე
განცხადების ბოლო ვადა
20.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინსპექტირების ჩატარება,უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით რეკომენდაციების მომზადება და მათ შესრულებაზე მონიტორინგის დაწესება;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფიდან ან/და ტერიტორიული ორგანოდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიღებული ინფორმაციის დამუშავება და მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
- კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებასა და სატრანსპორტო ნაკადის გადართვის ორგანიზებაში საქართველოს შინაგან საქმეთა ამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად მონაწილეობის მიღება;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფიდან ან/და ტერიტორიული ორგანოდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება, პერსპექტიული გეგმებისა და საავტომობილო გზების
განვითარების საკითხების დამუშავებისას მათი გამოყენება;
- დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება,რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
- სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
- საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანება „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა დარეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულება „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების
დამტკიცების შესახებ“;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
AutoCAD            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი N12
საკონტაქტო ტელეფონები
591217744

დამატებითი მოთხოვნები
                    • საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან/და საგზაო საინჟინრო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• სასურველია – ArcGIS, Microsoft Office PowerPoint ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
• დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;

- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით, (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას).

- აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი).
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო და ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას;

-კონკურსანტებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან წერილობით.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება