ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 21 საათი, 35 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 56


ვაკანსიის N 67009     

პოზიციის დასახელება
შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიცია (იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის საინვესტიციო პროექტების მართვისა და ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველოს შტატგარეშე მოსამსახურე - იურისტი)
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ქონების მართვის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით
                    
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
18.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
2100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             •	სამმართველოს სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა;
•	ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
•	საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის ან/და სხვა საკონკურსო პირობების მომზადება და ამ მიმართულებით 
        სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სხვა პროცედურულ საქმიანობაში ჩართულობა, მათ შორის, საინვესტიციო პროექტეებისთვის ხელშეკრულებებისა და 
        სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება/ანალიზი.
•	საჭიროების შემთხვევაში სამმართველოს მიერ მომზადებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში 
        მონაწილეობის მიღება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
•	განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციულ 
        ორგანოებისთვის წერილობითი მიმართვა;
•	კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა;
•	ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვა-განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით დადებული მოქმედი ხელშეკრულებების 
        რეესტრის წარმოება;
•	ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებით კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;
•	ხელშეკრულებებში ცვლილებების/დამატებების შეტანის მიზნით ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების პროექტებისა და ხელშეკრულებების 
        პროექტების მომზადება;
•	სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით კონტრაჰენტების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, სახელშეკრულებო 
        ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
•	კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.


            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
  • საქართველოს ორგანული კანონი ,, საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ;
  • საქართველოს კანონი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“;
  • „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილება;
  •  „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილება;
  • „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-78 დადგენილება;
  • „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილება;
  • „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილება;
  • „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“  ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილება.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ჟიული შარტავას ქუჩა N7
საკონტაქტო ტელეფონები
568877800, 577991949
საკონტაქტო პირი
გულიკო აფციაური, ქეთევან მშვიდობაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის საინვესტიციო პროექტების მართვისა და ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველოს შტატგარეშე მოსამსახურე - იურისტი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
1. ხელშეკრულებების ან/და სამართლებრივი აქტების მომზადების/ექსპერტიზის ან/და ხელშეკრულებების მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი 
    გამოცდილება; 
2. სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა „B2“ დონეზე;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამარტივებული კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.
კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადა.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთონ:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; 
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა;
საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას, 
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად, კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება.
კონკურსის მეორე ეტაპი ტარდება გასაუბრების ფორმით. კანდიდატები გასაუბრებაზე წარსდგებიან ინდივიდუალურად. გასაუბრების ჩატარებაზე და კონკურსის შედეგების საფუძველზე, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი უშუალოდ ეცნობა კანდიდატს, აზუსტებს მასთან სააპლიკაციო ფორმაში მოწოდებულ ინფორმაციას. კანდიდატი პასუხობს შეკითხვებს საკონკურსო პროგრამის ფარგლებში. 
კანდიდატი, რომელიც არ გამოცხადდა კონკურსის მეორე ეტაპზე, იხსნება კონკურსიდან. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილებას იღებს გასაუბრების ჩატარებაზე და საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა. 
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება