ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

3 დღე, 20 საათი, 13 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 18


ვაკანსიის N 66441     

პოზიციის დასახელება
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს მიზანია შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
                    
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
30.07.2021
თანამდებობრივი სარგო:
3800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძრავ ნივთებზე უფლებათა ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის პროცედურების მონიტორინგი;
• მეთოდური და სარეგისტრაციო მითითებების გაწერა;
• ხელმძღვანელთა წინაშე თანამშრომელთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ შუამდგომლობა;
• სამსახურებრივი კორესპონდენციის განხილვა/რეაგირება და ვიზირება;
• დეპარტამენტისთვის ფინანსური და სხვა მატერიალური რესურსების გამოყოფის თაობაზე შუამდგომლობა;
• სარეგისტრაციო პროცედურების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, საკანონმდებლო და ტექნიკური ხასიათის წინადადებების შემუშავება და წარდგენა;
• წინადადებების წარდგენა დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის და მუშაობის შესახებ;
• კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება, უფლებამოსილების ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა, ხელმოწერა და ვიზირება;
• ხელმძღვანელობისათვის ანგარიშის წარდგენა გაწეული სამუშაოების შესახებ;
• უფლებამოსილების ფარგლებში სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

• საქართველოს კონსტიტუცია;

• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

• საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

• ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;

• საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;

• საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;

• საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

• საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”;

• საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“;

• საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;

• საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;

• საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

• საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ”;

• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საჯარო რეესტრის შესახებ“;

• საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების" დამტკიცების შესახებ;

• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N22
საკონტაქტო ტელეფონები
2 91 18 68 (7068; 7753); 591 882 702; 598 787 220

დამატებითი მოთხოვნები
                    • საჯარო ორგანიზაციაში იურიდიული მიმართულებით მუშაობის 5 წლიანი  გამოცდილება; 
• მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
• სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.

კომპეტენციები და უნარები:
• სამუშაოს შესრულების სტანდარტების დანერგვა;
• ორგანიზაციული სტრუქტურის და პროცესების ანალიზის უნარი;
• ცოდნის მართვის და გაზიარების სისტემების დანერგვა და გამოყენება;
• სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნება;
• სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვა;
• ანალიტიკური ანგარიშის მომზადება;
• კრიტიკული აზროვნება;
• განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობა;
• გადაწყვეტილების მიღების უნარი;
• შედეგზე ორიენტაცია;
• გუნდური მუშაობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
• აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
• აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
• კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს.
• მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
• გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა. (მაქსიმალური ქულა - 5).
• შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
• კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ hr.gov.ge-ზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გააკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე.
• საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.napr.gov.ge.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კანდიდატთა მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში ქულათა სისტემით.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება