ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 20 საათი, 26 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 66421     

პოზიციის დასახელება
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახურის მძღოლი (შრომითი ხელშეკრულება)
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
ორგანიზაციის შესახებ
                    იუსტიციის სახლი მოქალაქეებს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების, სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 450-ზე მეტ სერვისს აწვდის. იუსტიციის სახლის უმთავრეს მიზანს მომხმარებლისათვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კერძო სექტორის სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება, სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზება წარმოადგენს.
მოსახლეობისთვის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მიმდინარე წლის აგვისტოდან ახალი და მასშტაბური პროექტის – „მობილური იუსტიციის სახლის“ – განხორციელება იგეგმება.
„მობილური იუსტიციის სახლის“ საშუალებით იუსტიციის სახლის 450 სერვისის მიწოდება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს, ვინაიდან მომხმარებელს სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე იმ სოფლებშიც მიეცემა, რომლებშიც საზოგადოებრივი ცენტრები არ ფუნქციონირებს.
                    
კატეგორია
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა
29.07.2021
თანამდებობრივი სარგო:
1000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გურჯაანი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             • სსიპ - იუსტიციის სახლის პროექტის „მობილური იუსტიციის სახლის“ ფარგლებში კახეთის რეგიონის სხვადასხვა სოფლებში თანამშრომელთა უსაფრთხოდ ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
• სატრანსპორტო საშუალების მოვლა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა/ზედამხედველობა;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი, სანაპიროს ქ.№2
საკონტაქტო ტელეფონები
595008199

დამატებითი მოთხოვნები
                    • სასურველია მძღოლის პოზიციაზე მუშაობის სამუშაო გამოცდილება;
• სავალდებულოა B,C კატეგორიის მართვის მოწმობა, რომელიც ადასტურებს ავტომობილის მართვის უფლებას უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში;
• სასურველია D კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    პოზიცია ითვალისწინებს სხვადასხვა სამუშაო დღეს გურჯაანიდან კახეთის რეგიონის სხვადასხვა სოფლის მიმართულებით ვიზიტებს.

შრომითი ხელშეკრულება თავდაპირველად გაფორმდება 6 თვის ვადით.

• კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა სავალდებულოა:
- დამატებითი დოკუმენტაციის ველში ატვირთოს B და C კატეგორიის დამადასტურებელი მართვის მოწმობა;
- მიუთითოს მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა.


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                • გადაწყვეტილებას მიიღებს დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება