ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 20 საათი, 32 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 39


ვაკანსიის N 66402     

პოზიციის დასახელება
სივრცის კოორდინატორი (შრომითი ხელშეკრულება) გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში (სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ სერვისების მიმართულებით)
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა
29.07.2021
თანამდებობრივი სარგო:
1300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             •	სივრცის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენა;
•	რთული შემთხვევების დროს სსიპ „იუსტიციის სახლის“ საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებთან კომუნიკაცია, დაძაბულობის განმუხტვა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება; 
•	მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა, განცხადებების მიღება და დამზადებული დოკუმენტების გადაცემა;
•	ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და დადგენილი წესის შესაბამისად, ხელმოწერითა და სსიპ იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმება;
•	სივრცის თანამშრომლების კომპეტენციის მუდმივი მონიტორინგი, კომპეტენციის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება;
•	სივრცის თანამშრომლების ყოველდღიური შეუფერხებელი მუშაობის კოორდინირება, დისციპლინისა და  მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;
•	მომსახურების სტანდარტში, საოპერაციო, პროცედურულ თუ საკანონმდებლო ნაწილში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინსტრუქტაჟის ან ტრენინგის ჩატარების ინიცირება;
•	სივრცის თანამშრომლებისათვის სამართლებრივი და პროცედურული ცვლილებების, ასევე ახალი პროდუქტების/სერვისების შესახებ ინფორმაციის/განმარტების მიწოდება და მათი შესრულების მონიტორინგი;
•	სივრცის თანამშრომლების შვებულებების, სამუშაო საათების, შესვენების განრიგების პროექტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
•	უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ურთიერთობა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით;
•	უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირებისათვის განმარტება;
•	უფლებამოსილი ორგანიზაციების თანამშრომლებთან დოკუმენტების მიღება-ჩაბარების განხორციელება, შესაბამისი აქტების ხელმოწერა;
•	უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
•	უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
•	სივრცის თანამშრომელთა შეფასების პროცესში ჩართულობა და მათი საქმიანობის შედეგების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
•	სსიპ „იუსტიციის სახლის“ საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და მხარდაჭერა;
•	მომსახურების პროცესისათვის აუცილებელი ბლანკებისა და საკანცელარიო ნივთების მარაგის ამოწურვის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ან/და უფლებამოსილი პირის დროული ინფორმირება;
•	დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება; 
•	უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;
  • ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ სერვისების შესახებ.
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ “;
  • საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“, 1-ლი – მე–4 მუხლები;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №487 „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 27 იანვრის №32/ს ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტის დამტკიცების თაობაზე“.

ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციის, ასევე, საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.psh.gov.ge


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
598 15 81 39
საკონტაქტო პირი
შორენა ლომიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    •	მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
•	სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის/განხილვის ან სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
•	აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
•	აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

•	კომუნიკაბელურობა;
•	გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი;
•	ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
•	სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
•	დროის ეფექტურად მართვის უნარი;
•	გუნდურად მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    •	გასაუბრების ეტაპზე გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო მოთხოვნებს.
•	გასაუბრების ეტაპზე შემოწმდება საკონკურსო თემატიკით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების ცოდნა.

•	კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:
	წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი დასაბუთება, რატომ სურს კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმება;
	მიუთითონ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
	განათლების ველში ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

•	გამარტივებული კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატი დაინიშნება შრომითი ხელშეკრულებით, 01 (ერთი) წლის ვადით.
•	კანდიდატის დანიშვნა განხორციელდება გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                •	საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება