ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

19 დღე, 20 საათი, 13 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 53


ვაკანსიის N 66397     

პოზიციის დასახელება
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის დარგის ექსპერტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
15.08.2021
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა
100
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი

ფუნქციები
                             დარგის ექსპერტის სტატუსის მქონე ექსპერტთა ჯგუფის წევრის საქმიანობის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის სხვა წევრისთვის კონსულტაციების გაწევა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/პროგრამის დარგობრივი საკითხების ავტორიზაციის სტანდარტებით განსაზღვრულ ინდიკატორებთან შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებით. ამ მიზნით ექსპერტთა ჯგუფის აღნიშნული წევრის ფუნქციებს წარმოადგენს:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების (დაწესებულების ავტორიზაცია, პროგრამის დამატება, მონიტორინგი და ა.შ.) ფარგლებში დარგთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა ექსპერტთა ჯგუფისთვის;
ბ) შესწავლილი დოკუმენტაციის შესაბამისად შენიშვნების, მოსაზრებების და შეკითხვების მომზადება და  ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან გაზიარება თავმჯდომარესთან შეთანხმებული ფორმით;
გ) პროფესიული სტუდენტის მიერ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისთვის აუცილებელი რესურსების (მატერიალურ-ტექნიკური, საგანმანათლებლო რესურსები) და სასწავლო პროცესში დარგის შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენების შეფასება სტანდარტით განსაზღვრულ ინდიკატორებთან მიმართებით;
დ) ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დღის წესრიგის შედგენაში მონაწილეობა;
ე) ვიზიტის პერიოდში დაწესებულების თვითშეფასებაში/განაცხადში/თვითშეფასების ანგარიშში ასახული დარგობრივი საკითხების რეალობასთან და ავტორიზაციის სტანდარტის ინდიკატორებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შემდეგი აქტივობების განხორციელება:
ე.ა) დარგობრივ საკითხებთან დაკავშირებით დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან (პროფესიული სტუდენტი, კურსდამთავრებული, მშობელი/მეურვე, პრაქტიკული კომპონენტის განმახორციელებელი პირები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ა.შ.) ინტერვიუს ჩატარება;
ე.ბ) დარგობრივი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის და პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების ობიექტების (სასწავლო საწარმო, საწარმოო პრაქტიკის ობიექტი) დათვალიერება;
ე.გ) საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა დადგენილი წესის შესაბამისად;
ე.დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ძირითადი მიგნებების შესახებ ინფორმაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებისთვის გაზიარება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დასკვნის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის გაცნობა და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისთვის საკუთარი მოსაზრების წარდგენა პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე;
თ) დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება;
ი) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი საბჭოს სხდომაზე განხილვაში მონაწილეობა.

            
საკონკურსო თემატიკა
                    

გასუბრების ეტაპზე გადამოწმდება კანდიდატის მიმართ წაყენებული არასავალდებულო (სასურველი) საკვალიფიკაციო მოთხოვნა - სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა:

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N 99/ნ ბრძანება;

„პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილება;


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
საკონკურსო კომისიის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია: საქართველო, თბილისი 0193, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი №2; ტელეფონი - (+995 32) 2 200 220.
საკონტაქტო ტელეფონები
(+995 32) 2 200 220
საკონტაქტო პირი
მაია ტიელიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    I. კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიმართ წაყენებული სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) დარგის სპეციალისტის კომპეტენცია, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტ(ებ)ით (პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტ(ებ)ით) გათვალისწინებულ სფეროებში ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილებით ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტ(ებ)ით (პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტ(ებ)ით) გათვალისწინებულ სფეროებში პროფესიული/აკადემიური უმაღლესი განათლებითა და ამავე სფეროში ბოლო 5 წლის განმავლობაში არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილებით.
ბ) კომპიუტერული პროგრამების (MICROSOFT WORD; EXCEL; POWER POINT) ცოდნა;
გ) შემდეგი უნარების/პიროვნული თვისებების/კომპეტენციის ქონა:
გ.ა) ქართულ ენაზე გამართულად წერა და მეტყველება;
გ.ბ) ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
გ.გ) ემოციური ინტელექტი;
გ.დ) მოტივაცია;
გ.ე) გუნდური მუშაობა;
გ.ვ) ეფექტური კომუნიკაცია;
გ.ზ) სამართლიანობა;
გ.თ) პასუხისმგებლიანობა;
გ.ი) დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ.კ) ორგანიზებულობა;
გ.ლ) ვადებზე ორიენტირებულობა;
გ.მ) დარგში მიმდინარე სიახლეების ცოდნა;
გ.ნ) დარგთან დაკავშირებული რესურსების შეფასების კომპეტენცია.

II. კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიმართ წაყენებული არასავალდებულო (სასურველი) საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ან/და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
ბ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა (გადამოწმდება გასაუბრების ეტაპზე):
ბ.ა) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ.ბ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ.გ) „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N 99/ნ ბრძანება;
ბ.დ) „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილება;
გ) დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით უცხო ენის ცოდნა, რაც დასტურდება კანდიდატის რეზიუმეთი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    
I. დარგის ექსპერტთა შერჩევა მოხდება  შემდეგ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დასაქმების სფეროებში:

1.	ამწე და მსგავსი მანქანების ოპერირება;
2.	სასტუმრო, რესტორანი და კვება  (სასტუმრო მომსახურება, სარესტორნო მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია);
3.	ელექტროობა, მექატრონიკა;
4.	მექანიკა და ლითონის დამუშავება;
5.	სამრეწველო ავტომატიზაცია;
6.	მეთევზეობა;
7.	შედუღება;
8.	ჰაერის კონდიცირება;
9.	სახვითი ხელოვნება;
10.	სათავგადასავლო ტურიზმი;
11.	რეპორტიორობა და წამყვანობა ჟურნალისტიკაში;
12.	ფლორისტიკა;
13.	ხის, ქვისა და ლითონის მხატვრული დამუშავება;
14.	ციფრული ხელოვნება;
15.	ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა  წარმოება;
16.	საიუველირო საქმე;
17.	გამოყენებითი ხელოვნება;
18.	პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი;
19.	აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება;
20.	ტელეკომუნიკაცია;
21.	ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები;
22.	ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეცდანიშნულების   ავტოტრანსპორტის  სერვისი;
23.	საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია;
24.	საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება;
25.	რკინიგზის ოპერირება;
26.	სარკინიგზო ძრავიანი ტრანსპორტი;
27.	ვებტექნოლოგიები;
28.	ბიომეურნეობა;
29.	სასურსათო პროდუქტების წარმოება (რძის პროდუქტების წარმოება, ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება, პურ-პროდუქტების წარმოება, სასმელების წარმოება);
30.	ვეტერინარია;
31.	სოფლის მეურნეობა (მეფუტკრეობა, ცხენის მოვლა);
32.	თმისა და სილამაზის მომსახურება (თმის მომსახურება, ფრჩხილის მომსახურება, კანის მოვლა და სპა პროცედურები, ვიზაჟის მომსახურება);
33.	მხატვრული ქსოვილები;
34.	მხატვრული მინა;
35.	აგრომექანიზაცია;
36.	დენტალური საქმე;
37.	სამუსიკო ხელოვნება;
38.	საბიბლიოთეკო საქმე.

II. დარგის ექსპერტის შერჩევის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია:

ა) კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი - ავტობიოგრაფია (CV), წარმოადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.hr.gov.ge - მეშვეობით;
ბ) დამატებითი დოკუმენტაციის ბლოკში ატვირთოს (განაცხადს უნდა დაერთოს):
 - კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (განათლების და/ან მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები) და რეზიუმე (CV), რომლითაც დასტურდება ზემოთ მოცემული სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან ბ) და გ) პუნქტებით გათვალისწინებული ცოდნის, უნარის/პიროვნული თვისებების/კომპეტენციის ქონა.
 - სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების ,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უნარები/პიროვნული თვისებები/კომპეტენციები და სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა  გადამოწმდება გასაუბრების ეტაპზე.

III. კონკურსის ეტაპებია:

ა) განაცხადის წარდგენა 2021 წლის 19 ივლისიდან 2021 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.
ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის  გადარჩევა საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით - 2021 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით;
გ) გასაუბრება - 2021 წლის 06 ოქტომბრის ჩათვლით;


IV. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა დამატებითი ინფორმაციის ველში აუცილებლად უნდა მიუთითოს დასაქმების სფეროს მიმართულება, სადაც, კომპეტენციის შესაბამისად, სურს განაცხადის გაკეთება.



                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება და შერჩეული კანდიდატების შესახებ რეკომენდაციის წარდგენა ცენტრის დირექტორისადმი - 2021 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება