ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 20 საათი, 31 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 29


ვაკანსიის N 66395     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და აწარმოებს გამოძიებას; ახორციელებს სათამაშო ბიზნესის სახელმწიფოებრივ რეგულირებას; უზრუნველყოფს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.mof.ge

                    
კატეგორია
შიდა კონტროლი
განცხადების ბოლო ვადა
28.07.2021
თანამდებობრივი სარგო:
1000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             •	შიდა აუდიტის სუბიექტების კოორდინაცია;
•	კომუნიკაცია პილოტურ პროექტებსა თუ სხვა ღონისძიებებში ჩართულ შიდა აუდიტორებთან;
•	შიდა აუდიტის ხარისხის გარე შეფასების პროცესში მონაწილეობა;
•	შიდა აუდიტის სუბიექტების წლიური ანგარიშების კონსოლიდაცია;
•	შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
•	შიდა აუდიტის მარეგულირებელი და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
•	სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
•	სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
•	ხელმძღვანელის დავალებით დამატებითი ფუნქციების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა
                    

საქართველოს კონსტიტუცია;

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

 საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

 საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“;

 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“;

 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“;

 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 მარტის №133 დადგენილება „ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

 შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები (უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) „საჯარო სექტორში შიდა კონტროლის სტანდარტების სახელმძღვანელო“);

 შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები;

 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“

(სამართლებრივი აქტების ცოდნის დონე შემოწმდება გასაუბრების ეტაპზე).


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ.№16
საკონტაქტო ტელეფონები
591100844
საკონტაქტო პირი
თამილა ფოლადიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება ან უმაღლეს განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სპეციალობით;

ინგლისური ენის ცოდნა;

საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) ცოდნა.

შემდეგი უნარ-ჩვევები:
•	გუნდური მუშაობის უნარი 
•	კრიტიკული აზროვნების უნარი
•	არგუმენტაციის უნარი
•	დროის მართვის უნარი
•	ორგანიზების უნარი
•	დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
•	ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი
•	მიზანდასახულობა
•	დეტალებზე ორიენტირებულობა

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, ღია კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge. 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•	უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა კანდიდატმა განცხადებასთან ერთად წამოადგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე);
•	სამოტივაციო წერილი;
•	რეკომენდატორ(ებ)ი;
•	სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირი მოხელედ არ მიიღება, თუ:
 ა)     იგი ნასამართლევია განზრახი  დანაშაულისათვის;
 ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
 გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
 დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
 ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

ღია კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

ღია კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
1. განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (კანდიდატის შეფასების  ეტაპზე - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან - გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას). 
2. კანდიდატის შეფასება მოიცავს გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებისას კომისიის მიერ შეფასდება ამავე დანართით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების ცოდნის დონე, ასევე პროფესიული ცოდნა, მიზნები, ხედვები, მოტივაცია, სამინისტროს სტრუქტურისა და საქმიანობის ცოდნა. შეფასებისას თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოვლინდება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს (კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება გასაუბრების აუდიო და ვიდეო ჩაწერა)). 
3. კონკურსის შედეგების გამოცხადება (საკონკურსო კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას).

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                •	საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება  მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე  დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
•	კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება