ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 20 საათი, 50 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 7


ვაკანსიის N 66393     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის საკითხებში
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
ქონების მართვა
განცხადების ბოლო ვადა
29.07.2021
თანამდებობრივი სარგო:
700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ახალციხე
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - საკუთრებაში/სარგებლობაში (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა) თვითმმართველი ერთეულის ქონების, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებებისა და საკუთრების მოწმობების მომზადება. ასევე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- იჯარით გაცემული ქონების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის;
- ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  განკარგულების პროექტის მომზადება;
- მუნიციპალურ       საწარმოებში       „მეწარმეთა       შესახებ“       საქართველოს      კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, კანონით დადგენილი წესით;
- მუნიციპალური     საწარმოების,     დაწესებულებებისა     და     ორგანიზაციების    შექმნის, რეორგანიზებისა   და   ლიკვიდაციის,   მათ   წესდებებში   ცვლილებების  შეტანის,   აგრეთვე, საწარმოთა    საწესდებო    კაპიტალის    ცვლილებების    შესახებ   წინადადებების    მომზადება; საწარმოებში თვითმმართველი ერთეულის, როგორც პარტნიორის, წარმომადგენელთა დანიშვნა– არჩევის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
- ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების რეგისტრაციისათვის წინადადებების შემუშავება, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
- თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა-რეგისტრაცია და მის მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
- წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემას, გადმოცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა კომპეტენციის ფარგლებში;
- მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  •  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი;
  •  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის N9 დადგენილება;


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ახალციხე, მ. კოსტავას ქ. N18
საკონტაქტო ტელეფონები
591449707
საკონტაქტო პირი
ევა იველაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    •	მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ქონების მართვის მიმართულებით;
•      პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის უნარი;
•	პრობლემების ანალიზის უნარი;
•	იდეების დასაბუთების და დარწმუნების უნარი;
•	სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობის უნარი;
•	გუნდურად მუშაობის უნარი;
•	ეფექტურად დროის მართვის უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    -კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით.
- "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში კანდიდატმა უნდა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი ; უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) საშუალებით პირდაპირ ვერ დასტურდება მითითებული მიმართულება/დარგი/სპეციალობა, აუცილებელია, აიტვირთოს დიპლომის დანართიც;
-კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარმოუდგენლობის/არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
-კანდიდატებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება