ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

3 დღე, 21 საათი, 16 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 7


ვაკანსიის N 66389     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს სოციალური მუშაკი (აჭარისა და გურიის პრობაციის ბიურო - სამოქმედო ტერიტორია)
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. სააგენტოს მიზანია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებით, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებითა და მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციითა და რეაბილიტაციით საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
                    
კატეგორია
სოციალური სამსახური
განცხადების ბოლო ვადა
30.07.2021
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბათუმი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             * სამმართველოს ბენეფიციარის შემთხვევის მართვის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს შიდა ინსტრუქციების შესაბამისად;
* არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობის შესაბამისად, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა;
* ბენეფიციარის და მიღებული მომსახურების შესახებ ინფორმაციის შესაბამისს ბაზაში ასახვა;
* სამმართველოს ბენეფიციართან ფსიქო-სოციალური, სარეაბილიტაციო პროგრამების, საგანმანათლებლო, რეკრეაციული პროექტებისა და სხვა შესაბამისი მომსახურებების მიწოდების მიზნით მუშაობა; ასევე, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა ბენეფიციარების ოჯახებს;
* საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, მსჯავრდებულთა გადამისამართების უზრუნველყოფა სხვადასხვა მომსახურებაში;
* ფსიქო-სოციალური, სარეაბილიტაციო პროგრამებისა და შესაბამისი მომსახურებების ადაპტირებაში, შემუშავებასა და ეფექტიანობის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
* საჭიროებისამებრ, პირობით მსჯავრდებულისათვის გამოსაცდელი ვადის შემცირებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადასაწყვეტად რეკომენდაციების მომზადება;
* კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
* საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) „საქართველოს კონსტიტუცია“ (II თავი);

ბ) „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III და IV თავი);

დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“;

ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება;

ი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანება;

კ) „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის № 502 ბრძანება;

ლ) „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება;

მ) „მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანება;

ნ) „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ.#42
საკონტაქტო ტელეფონები
2303012
საკონტაქტო პირი
ნათია კვარაცხელია

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში (პირებისთვის, ვისაც არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში, სავალდებულოა სასერტიფიკატო კურსი, რომელიც ადასტურებს სოციალური მუშაობის 60-კრედიტიანი სასწავლო კურსის წარმატებით გავლას);
ბ) სოციალურ მუშაკად არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილება);
გ) სასურველია ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
დ) სასურველია სარეაბილიტაციო პროექტების/პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
ე) სასურველია კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Ms office Word; Ms office Excel; Ms. Office
Outlook; Ms. Office PowerPoint; ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის - „დესი“-ს ცოდნა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • საჭიროების შემთხვევაში, სოციალურ მუშაკს შესაძლებელია სამუშაო არეალად დამატებით განესაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორია;
•კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ატვირთული დოკუმენტაციით მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან;
• კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს;
• კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); იმ შემთხვევაში თუ დიპლომი გაცემულია უცხო ქვეყნის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დოკუმენტს უნდა ახლდეს შესაბამისად ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი ქართულ ენაზე;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). იმ შემთხვევაში თუ ცნობა გაცემულია უცხო ენაზე, დოკუმენტს თან უნდა ახლდეს შესაბამისად ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი ქართულ ენაზე; დოკუმენტში გარკვევით უნდა ჩანდეს რა სპეციალიზაციით მუშაობდა, ან მუშაობს აპლიკანტი;
• ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
• აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
• მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
• ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
• კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;

• !!!!!!! შესაძლოა კონკურსანტებს საჭიროების შემთხვევაში ასევე მოუხდეთ წერითი დავალების შესრულება;

• კონკურსი ითვლება გავლილად კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში;
• კანდიდატის კონკურსის რომელიმე ეტაპზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის დაუშვებლობის საფუძველს, მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა;
• კანდიდატები ვალდებულნი არიან კონკურსზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება