ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 21 საათი, 41 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 15


ვაკანსიის N 66370     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სამსახურის - ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორ-ასისტენტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
კატეგორია
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა
29.07.2021
თანამდებობრივი სარგო:
1870 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             -      მონაწილეობს IT აუდიტის წლიური გეგმის შედგენაში. 
-      უზრუნველყოფს აუდიტის განხორციელებისას საკმარისი, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების პროცესს და აფასებს მოპოვებული მტკიცებულებების 
        საიმედოობას.
-      უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის IT მმართველობის პრაქტიკას. 
-       უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ IT პოლიტიკებსა და პროცედურებს. 
-	უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ რისკების მართვის პრაქტიკას.
-	უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის  IT რესურსების მართვის პრაქტიკას. 
-	უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის IT სერვისის მომწოდებლების მართვის პრაქტიკას.
-	უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის მიერ ინფორმაციული სისტემის შესყიდვის, შექმნის, ტესტირებისა და დანერგვის პრაქტიკას.
-	უშუალოდ აფასებს IT აქტივების მართვის პრაქტიკას.
-	უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის პრობლემებისა და ინციდენტების მართვის პრაქტიკას. 
-	უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის მონაცემთა ბაზების მართვის პრაქტიკას. 
-	უშუალოდ აფასებს ცვლილებებისა და კონფიგურაციის მართვის პრაქტიკას.
-	უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის ბიზნესის უწყვეტობისა და კატასტროფიდან აღდგენის გეგმებსა და პროცედურებს. 
-	ჩართულია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის პროცესში. 
-	ატარებს დიდი მოცულობის მონაცემთა ანალიზს (Microsoft Excel, IDEA Data Analysis Software, Microsoft SQL), მონაცემთა ანალიზის (data mining) ტექნიკების 
       გამოყენებით.
-      მონაწილეობს აუდიტის შედეგად გამოვლენილი გარემოებების ანალიზში, ანგარიშგებასა და რეკომენდაციების მომზადებაში.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) გენერალური აუდიტორის 2019 წლის 26 ნოემბრის №009746/21 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი“;

ზ) გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“;

თ) „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ციფრული მმართველობის  სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 16 ოქტომბრის  №4  ბრძანება;

ი) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 აპრილის №312 დადგენილება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“;

კ) „ინფორმაციული აქტივების მართვის წესების დამტკიცების შესახებ“ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 16 ოქტომბრის №7 ბრძანება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96 საკონტაქტო ტელეფონები 2438144
საკონტაქტო ტელეფონები
2438144

დამატებითი მოთხოვნები
                    - უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით);
-  მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;
- სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის მიმართულებით, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მიმართულებით ან/და ინფორმაციული სისტემების 
   მართვის მიმართულებით მუშაობის  გამოცდილება;
-  მონაცემთა ანალიზის საშუალებებისა და ტექნიკების კარგი ცოდნა, მონაცემთა ბაზის მართვის სისტემების ცოდნა;
- სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების ცოდნა;
- სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების ან/და IT მმართველობის, ან/და ინფორმაციული სისტემების მართვისათვის არსებული საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა; 
- სასურველია ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოებისა და ჩარჩო-დოკუმენტების ცოდნა 
  (მაგალითად, COBIT );
- სასურველია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) ან სტანდარტიზაციის ბრიტანული ინსტიტუტის (BSI) მიერ გაცემული სერტიფიკატი 
  ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით (ISO/IEC 27001 წამყვანი აუდიტორი/წამყვანი იმპლემენტერი  CISA; CISM).

- გუნდური მუშაობის უნარი;
 - დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; 
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
- საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი; 
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი; 
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.



                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge;
- კანდიდატების შეფასება მოხდება თანამდებობისთვის შესაბამისი როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული უნარების მიხედვით;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი.
არასრულად წარმოდგენილი მონაცემების (დოკუმენტების) შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მე-2 ეტაპზე;

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება კონკურსის შედეგების შესახებ მიიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება