ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 21 საათი, 35 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 14


ვაკანსიის N 66369     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სამსახურის - ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
კატეგორია
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა
29.07.2021
თანამდებობრივი სარგო:
2640 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             -	მონაწილეობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში IT აუდიტის განვითარების სტრატეგიული გეგმის გადახედვას/განახლების პროცესში.
-	მონაწილეობს IT აუდიტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედგენაში. 
-	მონაწილეობს IT აუდიტის წლიური გეგმის შედგენაში. 
-	უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წლიური აუდიტორული გეგმით გათვალისწინებული ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
-	უზრუნველყოფს აუდიტის განხორციელებისას საკმარისი, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების პროცესს და აფასებს მოპოვებული მტკიცებულებების საიმედოობას.
-	უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის IT მმართველობის პრაქტიკას. 
-	უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ IT პოლიტიკებსა და პროცედურებს. 
-	უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ რისკების მართვის პრაქტიკას.
-	უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის  IT რესურსების მართვის პრაქტიკას. 
-	უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის IT სერვისის მომწოდებლების მართვის პრაქტიკას.
-	უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის მიერ ინფორმაციული სისტემის შესყიდვის, შექმნის, ტესტირებისა და დანერგვის პრაქტიკას.
-	უშუალოდ აფასებს IT აქტივების მართვის პრაქტიკას.
-	უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის პრობლემებისა და ინციდენტების მართვის პრაქტიკას. 
-       უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის მონაცემთა ბაზების მართვის პრაქტიკას. 
-	უშუალოდ აფასებს ცვლილებებისა და კონფიგურაციის მართვის პრაქტიკას.
-	უშუალოდ აფასებს ორგანიზაციის ბიზნესის უწყვეტობისა და კატასტროფიდან აღდგენის გეგმებსა და პროცედურებს. 
-	ჩართულია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის პროცესში. 
-	ატარებს დიდი მოცულობის მონაცემთა ანალიზს (Microsoft Excel, IDEA Data Analysis Software, Microsoft SQL), მონაცემთა ანალიზის (data mining) ტექნიკების გამოყენებით.
-	მონაწილეობს აუდიტის შედეგად გამოვლენილი გარემოებების ანალიზში, ანგარიშგებასა და რეკომენდაციების მომზადებაში.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) გენერალური აუდიტორის 2019 წლის 26 ნოემბრის №009746/21 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი“;

ზ) გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“;

თ) „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ციფრული მმართველობის  სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 16 ოქტომბრის  №4  ბრძანება;

ი) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 აპრილის №312 დადგენილება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“;

კ) „ინფორმაციული აქტივების მართვის წესების დამტკიცების შესახებ“ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 16 ოქტომბრის №7 ბრძანება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96
საკონტაქტო ტელეფონები
2438144

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით);
ბ) ერთი წლის სამუშაო გამოცდილება აუდიტის ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის, ან/და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის, ან/და ინფორმაციული სისტემების მართვის მიმართულებით;
გ) მიზანშეწონილია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგალითად,  CISCO, Microsoft, Oracle და სხვ.) მიერ გაცემული რელევანტური სერტიფიკატები; 
დ) მიზანშეწონილია წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების  მიერ გაცემული სერტიფიკატები ინფორმაციული უსაფრთხოებისა  და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის მიმართულებით (ISO 27001 წამყვანი აუდიტორი/წამყვანი იმპლემენტერი; CISA; CISM);
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების ცოდნა;
ვ) სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების ან/და IT მმართველობის, ან/და ინფორმაციული
სისტემების მართვისათვის არსებული საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა;
ზ) სასურველია აუდიტის პროცესში გამოვლენილი საკითხების წერილობითი სახით  გამართულად გადმოცემის უნარი;
თ) მონაცემთა ანალიზის საშუალებებისა და ტექნიკების კარგი ცოდნა;
ი) მონაცემთა ბაზის მართვის სისტემების ან/და ქსელური არქიტექტურის ცოდნა;
კ) ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ შემუშავებული სტანდარტების და ჩარჩო დოკუმენტების ცოდნა
 (მაგალითად, COBIT ).

- ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
-  გუნდური მუშაობის უნარი; 
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
 - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
-  საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
 - დროის ეფექტიანი მართვის უნარი.



                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge;
- კანდიდატების შეფასება მოხდება თანამდებობისთვის შესაბამისი როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული უნარების მიხედვით;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი.
არასრულად წარმოდგენილი მონაცემების (დოკუმენტების) შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მე-2 ეტაპზე;
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება კონკურსის შედეგების შესახებ მიიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება