ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

5 დღე, 19 საათი, 58 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 5


ვაკანსიის N 66363     

პოზიციის დასახელება
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
კატეგორია
კვლევა/სამეცნიერო საქმე
განცხადების ბოლო ვადა
01.08.2021
თანამდებობრივი სარგო:
2565 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გორი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
2 თვე

ფუნქციები
                             -	შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები;
-	განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;
-	მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;
-	უზრუნველყოფს ცენტრის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას;
-	უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობას, მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებასა და შემდგომი სრულყოფა/განახლებისათვის ცენტრის ხელმძღვანელისთვის წინადადებების წარდგენას;
-	უზრუნველყოფს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ჩატარების ორგანიზებას და ასრულებს საბჭოს მდივნის ფუნქციას;
-	ახორციელებს ცენტრის სამსახურეობრივი საქმიანობის მონიტორინგის ტექნიკურ უზრუნველყოფას;
-	თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის ხელმძღვანელისგან მასზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელების, დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში ხელის შეწყობა;
-	უზრუნველყოფს აკადემიაში დაგეგმილი სამეცნიერო/საგანმანათლებლო პროგრამებისათვის რესურსების მობილიზებას და დონორ ორგანიზაციებთნ კომუნიკაციის სტრატეგიის აღსრულებას;
-	ახორციელებს ცენტრის სამუშაო მიმართულებების გაძლიერებისა და ორგანიზაციული განვითარების მიზნით არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებას;
-	მონაწილეობას იღებს კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებულ სახსრების მოძიებაში, პოტენციურ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
-	ახორციელებს აკადემიური პერსონალის მიერ კვლევითი წინადადებების მიღება-დამუშავებას და შესაბამისი რესურსების მოძიებას;
-	აწარმოებს თავისი კომპეტენციის (მიმართულების) ფარგლებში კვლევას;
-	უზრუნველყოფს პროექტების მონიტორინგს და ამზადებს ანგარიშებს ცენტრის ხელმძღვანელისა და დონორი ორგანიზაციებისათვის;
-	უზრუნველყოფს აკადემიაში ჩატარებულ ღონისძიებებში ცენტრის მონაწილეობის მხარდაჭერას;
-	კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სამსახურეობრივი დანიშნულების სხვადასხვა დოკუმენტაციასა და სტატისტიკური მონაცემებს;
-	კომპეტენციის ფარგლებში სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს კომუნიკაციას სხვადასხვა სტრუქტურასა და ორგანიზაციებთან;
-	ხელმძღვანელობს იუნკერებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
-	ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს;
-	ასრულებს ცენტრის ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებებსა და მითითებებს;
-	ანგარიშვალდებულია ცენტრის უფროსის წინაშე.
-	ასრულებს ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობს მისი არყოფნის შემთხვევაში;
-	კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სასწავლო პროცესში; 
-	საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
დოქტორი
სამუშაო გამოცდილება
6 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • სსიპ–შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულება;
  • "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი;
  • "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონი;
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება N99/ნ (საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ);
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №65/ნ (საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ);
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №69/ნ  (ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ);

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი
საკონტაქტო ტელეფონები
577393607

დამატებითი მოთხოვნები
                    გამოცხადებულ თანამდებობაზე მისაღებ კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ინფორმატიკის მიმართულებით.
- სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება, რაც დასტურდება როგორც, სამეცნიერო-კვლევით ან უმაღლეს პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობით, ისე სამეცნიერო პუბლიკაციებით.

პუბლიკაციები და კვლევითი საქმიანობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში:
- მინიმუმ 2 პუბლიკაცია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, რომლებიც ინდექსირებულია ERIH-ის, SCOPUS-ის, Thomson Reuters-ის, ან ანალოგიურ ცნობადობის მქონე სხვა სამეცნიერო ბაზებში;
- მინიმუმ 2 სამეცნიერო კვლევით პროექტში მონაწილეობა, რომელთა შედეგების მოძიება შესაძლებელია პუბლიკაციების სახით, ან დასტურდება შესაბამისი ცნობით;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისურის, ან ევროკავშირის რომელიმე სამუშაო ენის ცოდნა ;
- საქართველოს და ევროკავშირის ძირითადი საგრანტო კონკურსებისა და დაფინანსების სტრუქტურის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის ქონა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
- კრეატიულობა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დროის რაციონალური გადანაწილების უნარი;
- სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- პროექტის და კვლევის მართვის უნარი;
- ლოგიკური მსჯელობისა და აზრის გამართულად გადმოცემის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.



                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინტერესებულმა კანდიდატმა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე ( თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე: www.hr.gov.ge 2021 წლის 17 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით. 

კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამოტივაციო წერილი (სადაც მითითებული იქნება ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება
კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან);
- მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი,სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება