ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 20 საათი, 40 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 2


ვაკანსიის N 65047     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (საქმისმწარმოებელი)
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ტერიტორიულ ორგანოს. რესურსცენტრის მიზანია სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. 
                    
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
29.07.2021
თანამდებობრივი სარგო:
850 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ხარაგაული
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             1.	უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსცენტრში შემოსული კორესპონდენციის კანონით განსაზღვრულ ვადებში დახარისხება–დამუშავებას, კონტროლს უწევს დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადებში შესრულების პროცესს;
2.	უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსცენტრის შინაგანაწესით გათვალისწინებულ ვადებში მოქალაქეთა მიღებას;
3.	ადგენს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის შეხვედრების განრიგს;
4.	თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;
5.	ამზადებს დოკუმენტაციას არქივისათვის;
6.	პასუხისმგებელია არქივში დოკუმენტაციის დაცულობაზე;
7.	შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მოიძიებს, შეაგროვებს და მიაწვდის კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციას მიმდინარე სასწავლო პროცესის შესახებ;
8.	ხელს უწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის პროფესიულად მნიშვნელოვანი რესურსების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდებას;
9.	ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტების რეგისტრაციას;
10.	ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მისაღებად სტუდენტთა რეგისტრაციას;
11.	იხილავს და ამზადებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ კორესპონდენციას;
12.	ასრულებს კანონმდებლობით დადგენილ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.



            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

  

1. საქართველოს კონსტიტუცია.

2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“.

3. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

5. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“.

6. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების –

საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანება.

7. „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007

წლის 15 ივნისის №174 ბრძანება.

8.„საქმისწარმოების ერთიანი წესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის პირველი

ივლისის №414 ბრძანებულება.

9. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის

შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017

წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანება.

10. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193 ბრძანება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა #15
საკონტაქტო ტელეფონები
577977411
საკონტაქტო პირი
თინათინ ბოჭორიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    

კანდიდატისათვის სასურველია შემდეგი მოთხოვნები:
ა) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა.
ბ) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    
  კანდიდატმა უნდა ატვირთოს სამოტივაციო წერილი.
  უნდა მიუთითოს მინიმუმ ერთი რეკომენდატორი და ატვირთოს სარეკომენდაციო წერილი. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილების მიღების ფორმა - კენჭისყრა. 
გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. 
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება