ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 20 საათი, 31 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 0


ვაკანსიის N 64827     

პოზიციის დასახელება
ბაკალავრიატის ინფორმატიკის მიმართლების ასოცირებული პროფესორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
31.07.2021
თანამდებობრივი სარგო:
2000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გორი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             –	ინფორმატიკის საბაკალვრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესში ინფორმატიკის მიმართულების უფროსის დახმარება;
–	ინფორმატიკის საგანმანათლებლო  პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა;
–	ინფორმატიკის საბაკალვრო საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსობრივ მხარეზე, ასევე პროგრამულ ნაწილში აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობა;
–	ინფორმატიკის საბაკალვრო საგანმანათლებლო პროგრამის საგანმანათლებლო კურსების განხორციელება;
–	კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო კურსების მუდმივი განვითარებისა და დახვეწისათვის ზრუნვა, ასევე განხორციელებული კურსების მიმდინარეობის მონიტორინგი; 
–	პროგრამის განმახორციელებელ აკადემიურ პერსონალთან მუდმივი კომუნიკაცია სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და სწავლების უახლესი მეთოდების  დანერგვის მიზნით;
–	პროგრამის სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის განახლების პროცესში მონაწილეობა;
–	იუნკერებთან მუდმივი კომუნიკაცია და დამატებითი შეხვედრების ორგანიზება;
–	სასწავლო პროცესის დაგეგმვისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება ბაკალავრიატის ხელმძღვანელობისთვის.
–	იუნკერთა საკონსულტაციო მეცადინეობების გრაფიკის შედგენა, პროცესში მონაწილეობა და განხორციელების კონტროლი; 
–	კომპეტენციის ფარგლებში აკადემიური პერსონალის მიერ საგამოცდო მასალის მომზადების პროცესის კონტროლი;
–	საგამოცდო უწყისების წარმოება და ინფორმატიკისმიმართულების უფროსისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;
–	კომპეტენციის ფარგლებში ინფორმატიკისსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
–	ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის თვითშეფასების ანგარიშის  მომზადებაში მონაწილეობა;
–	კომპეტენციის ფარგლებში აკადემიაში მიმდინარე სამეცნიერო/კვლევით პროექტებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
–	გამოცდილების გაზიარებისა და გაუმჯობესების მიზნით კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების განხილვის პროცესში მონაწილეობა; 
–	ინფორმატიკისმიმართულების უფროსის და ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წინაშე ანგარიშვალდებულება;
–	საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და ბაკალავრიატი დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
დოქტორი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კლომეტრი
საკონტაქტო ტელეფონები
577393607

დამატებითი მოთხოვნები
                            ბაკალავრიატის ინფორმატიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის  აკადემიური ხარისხი სწავლის შემდეგ სფეროებში: ინფორმატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ინფორმაციული სისტემები, კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია. ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება.
   დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით ინფორმატიკის სფეროში. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
   კანდიდატს უნდა შეეძლოს ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსებიდან მინიმუმ 3 (სამი) კურსის გაძღოლის შესაძლებლობა:
1.	მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები
2.	სისტემის ადმინისტრირების საფუძვლები
3.	WEB დიზაინი
4.	ქსელების ადმინისტრირება
5.	რიცხვითი ანალიზი
6.	მიკროპროცესორული სისტემები
7.	კიბერუსაფრთხოება

  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
-	საოფისე კომპიუტერული პროგრამების  სრულყოფილი ცოდნა;
-	ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია);
-	სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში);
-	კვლევით პროექტებში/გრანტებში მონაწილეობა.
-	ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
-	დროის მართვის უნარი;
-	სამუშაოს რაციონალურად განაწილების უნარი;
-	ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
-	თვითგანვითარების უნარი;
-	უნარი, ასწავლოს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
-	პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვის უნარი.



                    

დამატებითი ინფორმაცია
                     გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინტერესებულმა კანდიდატმა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე ( აუცილებლად თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე: www.hr.gov.ge 2021 წლის 17 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.

კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების ან/და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (უნდა ატვირთოს ,,ნაშრომები, პუბლიკაციები"-ს ველში);
- სასწავლო კურსის ორი ან რამდენიმე სილაბუსი (უნდა ატვირთოს ,,დამატებითი დოკუმენტაციის" ველში);
- სამოტივაციო წერილი (სადაც მითითებული იქნება ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება
კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან);
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).
- მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა.

კონკურსი ჩატარდება შემდეგ ეტაპებად:
- კანდიდატების მიერ წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო მოთხოვნებთან;
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

კანდიდატის შერჩევას განახორციელებს აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს შესაბამისი საცდელი ლექციის ჩატარება ან შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პრეზენტაცია.
შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდება აკადემიასთან აკადემიური პერსონალის აფილირების ხელშეკრულება;

აქვე გაცნობებთ აკადემიის პირადი შემადგენლობა სარგებლობს დაზღვევით (თავდაცვის სამინისტროსა და აკადემიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად), კორპორაციული სატელეფონო ნომრით, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ აკადემიაში არსებული სპორტული კომპლექსით და უზრუნველყოფილნი არიან ტრანსპორტირებით (გორი-თბილისი, თბილისი-გორი).

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის ფარული კენჭისყრის წესით განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება