ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 6 საათი, 26 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 56


ვაკანსიის N 64699     

პოზიციის დასახელება
საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წიაღის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ძირითადი ფუნქციაა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (ან გამოვლინების) შესაბამისი რუკების მომზადება, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება. ასევე წიაღით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება
                    
კატეგორია
საერთაშორისო ურთიერთობები
განცხადების ბოლო ვადა
24.06.2021
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             -  წიაღის მდგრადი მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზებასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;
-  წიაღის მდგრადი მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის წინადადებების შემუშავებაში, დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების ორგანიზებასა და საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაციაში მონაწილეობა;
-  სხვადასხვა დოკუმენტის, პროექტის, პროდუქტის, დასკვნის, მოხსენებითი ბარათების და სხვადასხვა შინაარსის აქტის შემუშავება;
-  კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ღონისძიებების (ფორუმები, მისიები და ა.შ) კოორდინაციასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
-  კორესპონდენციის წარმოება;
-  სამსახურის უფროსის დავალებით ინფორმაციის მოპოვება და პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა;
-  კომპეტენციის შესაბამასიდ ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
სამართალი/ჰუმანიტარული, სოციალური ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები,ბიზნესის ადმინისტრირება
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის-,,წიაღის ეროვნული სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვარის ბრძანება №1-1/2;
  • საქართველოს კანონი -,, წიაღის შესახებ“;
  • საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი)
  • საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" (ზოგადი)


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ქუჩა #150
საკონტაქტო ტელეფონები
595 30 30 65
საკონტაქტო პირი
სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი , ელენე ქემაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    დამატებითი მოთხოვნები
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
• დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კომპლექსური აზროვნება;
• დროის ეფექტიანი მართვა;
• საქმის დაგეგვმისა და ორგანიზების უნარი;
• ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატმა ველში "ჩემი რეზიუმე" სავალდებულოდ უნდა ატვირთოს:
1) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;
2) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;
3) კანდიდატი ვალდებულია შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება