ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 5 საათი, 3 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 7


ვაკანსიის N 64346     

პოზიციის დასახელება
მაგისტრატურის თავდაცვის რესურსების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი (პროფესორი)
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
28.06.2021
თანამდებობრივი სარგო:
2565 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             –	თავდაცვის რესურსების მართვის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, კურიკულუმის შედგენის, სასწავლო კურსების სილაბუსების შექმნის კოორდინაცია და მაგისტრატურის საბჭოსათვის წარდგენა;
–	თავდაცვის რესურსების მართვის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესის ხელმძღვანელობა;
–	თავდაცვის რესურსების მართვის საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსობრივ მხარეზე, ასევე პროგრამულ ნაწილში აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელობა;
–	საგანმანათლებლო პროგრამებში მინიმუმ ორი საგანმანათლებლო კურსის  განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა, სასწავლო კურსების მუდმივი განვითარებისა და დახვეწისათვის ზრუნვა, ასევე განხორციელებული კურსების მიმდინარეობის მონიტორინგი; 
–	თავდაცვის რესურსების მართვის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ აკადემიურ პერსონალთან მუდმივი კომუნიკაცია სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და სწავლების უახლესი მეთოდების  დანერგვის მიზნით;
–	მონაწილეობს მაგისტრატურის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცესში; 
–	აკადემიური პერსონალის მიეს მაგისტრატურის ელექტრონულ სასწავლო/საგამოცდო პლატფორმებზე (ILIAS, Moodle და ა.შ) სასწავლო სილაბუსების შესაბამისად სასწავლო და საგამოცდო მასალების დროული ატვირთვის კონტროლი;
–	თავდაცვის რესურსების მართვის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო-მეთოდური ლიტერატურით უზრუნველყოფის ორგანიზება,  ასევე სასწავლო ლიტერატურის განახლების პროცესში მონაწილეობა;
–	იუნკერებთან მუდმივი კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში  პროფესორ-მასწავლებლებთან და აკადემიის ადმინისტრაციასთან იუნკერთა შეხვედრების ორგანიზება;
–	სასწავლო პროცესის დაგეგმვისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება სასწავლო სამსახურისთვის, ასევე აკადემიური და მოწვეული პერსონალის სემესტრული დატვირთვის შედგენა.
–	კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის რესურსების მართვის  პროგრამის აკადემიური პერსონალისთვის ინდივიდუალური ხელშეკრულებების შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება;
–	აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების განვითარებაზე ზრუნვა და კონფერენციების ორგანიზებაში მონაწილეობა;
–	აკადემიაში განხორციელებულ კვლევებში და კვლევის შედეგების გამოქვეყნების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
–	თავდაცვის რესურსების მართვის მიმართულების კვლევაში ჩართული პროფესორების კვლევით საქმიანობის კოორდინირება, იუნკერების საკონფერენციო თემების ხელმძღვანელობა, ასევე სამეცნიერო კვლევით პროექტების შემუშავება, მონაწილეობა და  კვლევის შედეგების გამოქვეყნება;
–	კომპეტენციის ფარგლებში აკადემიური პერსონალის მიერ საგამოცდო მასალის მომზადების პროცესის კონტროლი;
–	დაქვემდებარებული აკადემიური პერსონალის მხრიდან იუნკერთა შეფასების პროცესის კონტროლი;
–	თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის იუნკერთა სადიპლომო ნაშრომების თემატიკის შედგენის პროცესის ხელმძღვანელობა, თემატიკის დასამტკიცებლად მაგისტრატურის საბჭოსადმი წარდგენა, ასევე სამაგისტრო ნაშრომების მოსამზადებელი პერიოდის მიმდინარეობის კონტროლი;
–	თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა;
–	პროგრამის აკრედიტაციისთვის მომზადების პროცესების უზრუნველყოფა;
–	კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის ავტორიზაციის გავლასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
–	პროგრამის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება;
–	კომპეტენციის ფარგლებში მაგისტრატურასა და მთლიანად აკადემიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობა;
–	გამოცდილების გაზიარებისა და გაუმჯობესების მიზნით კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების განხილვის უზრუნველყოფა;
–	პროგრამის მიმდინარეობის შესახებ სემესტრული და ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და მაგისტრატურის ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
–	პროგრამის განვითარებისა და დახვეწის საკითხებთან დაკავშირებით მაგისტრატურის ხელმძღვანელისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა. 
–	გამოცდილების გაზიარებისა და გაუმჯობესების მიზნით კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების განხილვის უზრუნველყოფა;
–	მაგისტრატურის ხელმძღვანელის წინაშე ანგარიშვალდებულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
დოქტორი
სამუშაო გამოცდილება
6 წელი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი
საკონტაქტო ტელეფონები
577393607

დამატებითი მოთხოვნები
                       მაგისტრატურის თავდაცვის რესურსების მართვის მიმართულების ხელმძღვანელის (პროფესორი) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი სოციალურ/პოლიტიკურ მეცნიერებაში, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება.
 	დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული განათლებით და გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით თავდაცვის დაგეგმვის, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ან/და რესურსების მართვის სფეროში. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
კანდიდატს უნდა შეეძლოს თავდაცვის რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსების მინიმუმ 3 (სამი) კურსის გაძღოლის შესაძლებლობა: 
1.	დაგეგმვა, პროგრამირება, ბიუჯეტირება და აღსრულება;
2.	ეროვნულ უსაფრთხოება;
3.	სტრატეგიული სწავლება-თამაში - „ეროვნული რესურსების სტრატეგია“;
4.	რეგიონალური უსაფრთხოება;
5.	საქართველოს ეკონომიკის სექტორული ანალიზი;
6.	ინდუსტრიის ეკონომიკა;
7.	მომარაგებისა და მიწოდების ჯაჭვის მართვა;
8.	სტრატეგიული ლიდერობა.

  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევისას დამატებით უპირატესობად ჩაითვლება თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში პოლკოვნიკისა და გენერლის წამყვან/ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 (სამ) წლიანი პრაქტიკული გამოცდილება თავდაცვის დაგეგმვის, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ან/და რესურსების მართვის სფეროში.
-	პუბლიკაციები ან მონაწილეობა კონფერენციებსა და ფორუმებში თავდაცვის ან სტრატეგიული საკითხების სფეროში;
-	საოფისე და სხვა სპეციალური პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
-	სასწავლო კურსების/სილაბუსების ინგლისურად გაძღოლა;
-	სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში);
-	კვლევით პროექტებში/გრანტებში მონაწილეობა.

 აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
- ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია B2-ის დონეზე;
- ლიდერობის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- სამუშაოს რაციონალურად გადანაწილების უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- თვითგანვითარების უნარი;
- უნარი, ასწავლოს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
- პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინტერესებულმა კანდიდატმა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე ( აუცილებლად თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე: www.hr.gov.ge 2021 წლის 20 ივნისიდან  28 ივნისის ჩათვლით.

კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების ან/და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (უნდა ატვირთოს ,,ნაშრომები, პუბლიკაციები"-ს ველში);
- სასწავლო კურსის ორი ან რამდენიმე სილაბუსი (უნდა ატვირთოს ,,დამატებითი დოკუმენტაციის" ველში);
- საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის ხედვა (უნდა ატვირთოს ,,დამატებითი დოკუმენტაციის" ველში);
- სამოტივაციო წერილი (სადაც მითითებული იქნება ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება
კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან);
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).
- მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი,სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა.

კონკურსი ჩატარდება შემდეგ ეტაპებად:
- კანდიდატების მიერ წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო მოთხოვნებთან;
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

კანდიდატის შერჩევას განახორციელებს აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს შესაბამისი საცდელი ლექციის ჩატარება ან შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის/კურიკულუმის პრეზენტაცია.
შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდება აკადემიასთან აკადემიური პერსონალის აფილირების ხელშეკრულება;

 აქვე გაცნობებთ  აკადემიის პირადი შემადგენლობა სარგებლობს დაზღვევით (თავდაცვის სამინისტროსა და აკადემიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად), კორპორაციული სატელეფონო ნომრით, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ აკადემიაში არსებული სპორტული კომპლექსით და უზრუნველყოფილნი არიან ტრანსპორტირებით (გორი-თბილისი, თბილისი-გორი).

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის ფარული კენჭისყრის წესით განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება