ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

5 დღე, 9 საათი, 15 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 41


ვაკანსიის N 64210     

თანამდებობის დასახელება
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
22.05.2021
თანამდებობრივი სარგო:
3500 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
- განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
- ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
- ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
- შესაბამისი დავალების/მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
- ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
- პასუხისმგებელია სამმართველოს მიერ შესრულებული საქმიანობის კანონიერებაზე, ეფექტურად და სრულყოფილად განხორციელებაზე.
- კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს დეპარტამენტის დებულებით  გათვალისწინებულ პროექტებს და პასუხისმგებელია მათ სრულყოფილ სამართლებრივ ექსპერტიზაზე.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;  
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
  •  „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  •  საქართველოს სისხლის  სამართლის  კოდექსი;
  •  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  „ზოგადი განათლების შესახებ“ - საქართველოს კანონი.
  • „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2018 წლის 14 თებერვლის N77 დადგენილება;
  • საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის N118 დადგენილება „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი, დ.უზნაძის ქ N52
საკონტაქტო ტელეფონები
2 200 220

დამატებითი მოთხოვნები
                    -  სამართალშემოქმედების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- სასურველია  ინგლისური ენის  ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- კომპლექსური აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
- ცვლილებების  ინიციირებისა და მართვის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
- გუნდის განვითარების უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    აუცილებელია კანდიდატმა:
- განათლების გრაფაში ატვირთოს უმაღლესი განათლების (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების გრაფაში ატვირთოს სამართალშემოქმედების სფეროში მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული, დოკუმენტი - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა ან შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორი (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია) და წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი;
- დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე.

- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- დამატებითი დოკუმენტაციის ველში სავალდებულოა აიტვირთოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი ან რეზერვში ჩარიცხული პირი ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში (რითიც ასევე დასტურდება, რომ უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურში).

შერჩეული კანდიდატის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა, დადებითი პასუხის შეტყობინებიდან 5 კალენდარული დღის გასვლლის შემდეგ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის მითითებით;
- ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობები;
- ცნობა სსიპ - ტრეფიკინგის სააგენტოდან, რომ აღნიშნული პირი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი არ არის (მის: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა);
- ცნობა საჯარო სამსახურიდან, რომელშიც აღნიშნული პირი მუშაობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ 2017 წლის 01 ივლისიდან გათავისუფლებული არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის (აღნიშნული ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შერჩეული კანდიდატი ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში).
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება