ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

8 დღე, 10 საათი, 24 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 14


ვაკანსიის N 64201     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა
25.05.2021
თანამდებობრივი სარგო:
800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ქობულეთი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             საკრებულოს წევრების მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინირების გაწევა;
საკრებულოს პიარ-აქციების დაგეგმვა და მისი ორგანიზება, პრესკომფერენციების, ბრიფინგების მოწყობა;
საკრებულოს სხდომებზე მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა დასწრრების უზრუნველყოფა და სამუშაო პროცესში საკრებულოს წევრებისა და ჟურნალისტთა ურთიერთობის კოორდინირება;
პრესრელიზების მომზადება მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთათვის;
საკრებულოს ოფიციალური ვებ-გვერდისათვის საკრებულოს სხდომების, ასევე საკრებულოს წევრების ბრიფინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციების მომზადება;
საკრებულოს მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებების შესახებ მასმედიის წარმომადგენლებთან განცხადებების გავრცელება;
კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) საქართველოს ორგანული კანონი − „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე)  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ვ) „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისშ ესახებ” საქართველოს კანონი;

ზ) საქართველოს კანონი საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ;

თ) ქობულეთის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს აპარატის დებულება;

ი) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);

კ)  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შინაგანაწესი. 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქობულეთი,დავით აღმაშენებლის გამზირი N141. (მერიის ადმინისტრაციული შენობა).
საკონტაქტო ტელეფონები
599006189
საკონტაქტო პირი
ნინო ტუღუში

დამატებითი მოთხოვნები
                    - მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- კეთილსინდისიერება, კონფიდენციალურობა, სანდოობა;
- შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება, საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
- კომუნიკაცია და პროდუქტიულობა (შედეგზე ორიენტირება);
- დამოუკიდებლობა და მოქნილობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - შემდგომ ეტაპზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს ;
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას;
- კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
გ) სამოტივაციო წერილი;
- კანდიდატს კონკურსის შედეგები ეცნობება მის მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და ტელეფონის ნომერზე.

განცხადებების გადარჩევა მოხდება განცხადებების მიღების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება