ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

5 დღე, 10 საათი, 23 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 20


ვაკანსიის N 64194     

თანამდებობის დასახელება
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
22.05.2021
თანამდებობრივი სარგო:
5600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - დეპარტამენტის საქმიანობის წარმართვა და ხელმძღვანელობა;
- დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების ზედამხედველობა და კოორდინაცია; 
- მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულება, დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა; 
- საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; 
- საჯარო პრეზენტაციების, მასშტაბური საკომუნიკაციო ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; 
- მასმედიით გავრცელებული და სამინისტროს საკომუნიკაციო არხებით მიღებული ინფორმაციის ანალიზი, ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი, ტენდენციების ან/და პრობლემური თემების გამოკეთა და მათზე რეკომენდაციების მომზადება; 
- საკომუნიკაციო მიზნების შესაბამისი ღონისძიებების, პრესკომფერენციების, ბრიფინგების, პრეზენტაციების და სხვა საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; 
-  სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და გავრცელება სამინისტროს საკომუნიკაციო არხებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • - საქართველოს კონსტიტუცია;
  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  •  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის N118 დადგენილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2
რუსული       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. N52
საკონტაქტო ტელეფონები
2 200 220

დამატებითი მოთხოვნები
                     სტრატეგიული კომუნიკაციის ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და ჟურნალისტიკის ან/და მედია მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის – 2 წლიანი გამოცდილება.

- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნების უნარი;
- ცვლილებების ინიცირებისა და მართვის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- გუნდის განვითარების უნარი.


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    აუცილებელია კანდიდატმა:
- განათლების გრაფაში ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების გრაფაში ატვირთოს სტრატეგიული კომუნიკაციის ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და ჟურნალისტიკის ან/და მედია მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის – 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე);

- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება 12 თვის გამოსაცდელი ვადით.
- დამატებითი დოკუმენტაციის ველში სავალდებულოა აიტვირთოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი ან რეზერვში ჩარიცხული პირი ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში (რითიც ასევე დასტურდება, რომ უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურში).

- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორი (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია) და წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.
- დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე.

შერჩეული კანდიდატის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა, დადებითი პასუხის შეტყობინებიდან 5 კალენდარული დღის ვადის გასვლის შემდეგ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის მითითებით;
- ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობები;
- ცნობა სსიპ - ტრეფიკინგის სააგენტოდან, რომ აღნიშნული პირი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი არ არის (მის: ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. N9);
- ცნობა საჯარო სამსახურიდან, რომელშიც აღნიშნული პირი მუშაობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ 2017 წლის 01 ივლისიდან გათავისუფლებული არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის (აღნიშნული ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შერჩეული კანდიდატი ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში).
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება