ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 8 საათი, 50 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 6


ვაკანსიის N 64171     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ბუღალტერი)
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობა
კატეგორია
ბუღალტერია
განცხადების ბოლო ვადა
21.05.2021
თანამდებობრივი სარგო:
1000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების ხელფასების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემა; 
საკრებულოს, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა ინვენტარიზაცია; 
ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევა, საფინანსო ოპერაციების წარმოება; 
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასება; 
საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება; 
ურთიერთობა ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან; 
წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე; 
მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგი; 
მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნა და განახლება; 
ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზება; 
საჭირო ინფორმაციის დამუშავება და წინადადებების მომზადება ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად; 
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენა; 
ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერა კვარტალებისა და თვეების მიხედვით; საფინანსო ზედამხედველობა მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე
ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზი, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; 
მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება ბიუჯეტის შესრულების შესახებ; 
სამსახურის უფროსზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა ჯეროვნად შესრულების მიზნით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან, საჯარო და კერძო პირებთან კომუნიკაცია; 
გამგებლისა და სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება; ბიუჯეტის გეგმების ხაზინის ბიუჯეტში შეყვანა, კონტროლი გადარიცხვებზე და ბუღალტრული გატარებების განხორციელება;
ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება (ბალანსი ფორმა #1);
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

-საქართველოს კონსტიტუცია;

-ევროპული ქარტია "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ";

- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი" და საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.

- საქართველოს კანონი „ საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;

- საქართველოს ორგანული კანონი „ საქართველოს შრომის კოდექსი“;

-საქართველოს ფინანსთა მინისტრის №1321-2, №605-ე, №1126-ე და №672-ე ბრძანებები;

სასურველია კანდიდატი იცნობდეს შემდეგ დადგენილებებს:

- „აჟარის (ზემო აფხაზეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N15 დადგენილება;
- „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის  N17 დადგენილება;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის 89/24
საკონტაქტო ტელეფონები
598 63 78 94
საკონტაქტო პირი
ნინო ნარსავიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    კანდიდანტს სავალდებულოა ჰქონდეს - საფინანსო, საბიუჯეტო ან შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. 

სასურველია: 
- საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენის ცოდნა (ინგლისური B2, რუსული B2);
-სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Outlook- კარგი; Power Point-კარგი);
-შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-გვერდზე: RS.ge-ზე მუშაობის ცოდნა;
-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინაში მუშაობის გამოცდილება;
-საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი ვალდებულია განაცხადი წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით;
აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
-უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
-შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადო წესით გაფორმებული დოკუმენტი (უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული)/ შრომის წიგნაკი;
-სამოტივაციო წერილი;
-რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა - ორი) შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია, მის (მათ) მიერ დაკავებული თანამდებობა და ატვირთოს რეკომენდაციო წერილი;
-საბუთები წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
-კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია წარმოდგენილი დოკუმენტების საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
-განცხადებების გადარჩევის შედეგად კონკურსანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ დოკუმენტები არ იქნება შესაბამისობაში დადგენილ მოთხოვნებთან ან არასრულყოფილად და/ან მოქმედ ნორმებთან შეუსაბამოდ იქნება წარმოდგენილი;
-კონკურსანტი, რომელიც არ მიეკუთვნება პროფესიულ საჯარო მოხელეს, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში დაინიშნება კანონმდებლობით დაშვებული 12 თვიანი გამოსაცდელი ვადით;
-კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობება აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე;
-პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან მართვის მოწმობა) გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება