ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

3 დღე, 9 საათი, 2 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 10


ვაკანსიის N 64151     

თანამდებობის დასახელება
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი
ორგანიზაციის შესახებ
                    აფხაზეთის მთავრობის აპარატი შექმნილია ,,აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის შესაბამისად აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.
                    
კატეგორია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა
20.05.2021
თანამდებობრივი სარგო:
2600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, ანაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს დაქვემდებარებულ თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს; განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას, მონაწილეობს შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადებაში, აგრეთვე, ზედამხედველობს აღნიშნული კორესპონდენციის განხილვისა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადების პროცესს; ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ მასალას; დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე წარუდგენს წინადადებებს ხელმძღვანელობას; უზრუნველყოფს დეპარტამენტის სამუშაო პროცესების დაგეგმვას, საქმიანობის ეფექტურ დელეგირებას, მონიტორინგს, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელებისთვის რეკომენდაციების მომზადებას; პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შეფასებაზე, წახალისებაზე, განვითარებაზე, მოტივაციაზე, დისციპლინური ღონისძიებების  ინიციირებაზე; უზრუნველყოფს მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ეფექტურ კომუნიკაციას; ითანხმებს და პასუხისგებელია სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ პროექტებზე, შედეგებზე, პროცედურებზე, ანგარიშებზე, დასკვნებზე, სხვადასხვა სახის აქტებზე და წარმოების მასალებზე; უზრუნველყოფს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას, ინტერნეტ-პორტალის, საიტებისა და ინტერნეტ-გვერდების შექმნას, მათ განახლებასა და საჯარო ინფორმაციის მათზე განთავსებას; უზრუნველყოფს პრეს–კონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს–დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს პრეს – რელიზების,  მედია გეგმის, ასევე, აფხაზეთის ხელისუფლებაზე მომზადებული საგაზეთო პუბლიკაციისა და სატელევიზიო რეპორტაჟის შესახებ საპასუხო წერილისა და რეპორტაჟის მომზადებას; ხელმძღვანელობის დავალებით აკეთებს კომენტარს საინფორმაციო საშუალებებისთვის; ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
პროფესია
ჟურნალისტიკის ან/და საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალობა
საკონკურსო თემატიკა
                    

ა)საქართველოს კონსტიტუცია;

ბ)საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (ΙΙΙ თავი);

გ)საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ე)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი;

ვ)„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

ზ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;

თ)აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“;

ი)საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

კ)საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;

ლ)საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Adobe Photoshop            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №42
საკონტაქტო ტელეფონები
237-22-65
საკონტაქტო პირი
ნოდარ ჯალაღონია

დამატებითი მოთხოვნები
                    ა)  საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
ბ) სასურველია საჯარო სამსახურში საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) სასურველია დამატებით უცხო ენის ცოდნა;
დ) სასურველია საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამის („edocument“) კარგი ცოდნა.
კომპეტენციები:
ა) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
ბ) საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
გ) სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
დ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
ე) ცვლილებების/ სიახლეების  ინიციირებისა და მართვის უნარი;
ვ) პროექტების მართვის უნარი;
ზ) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
თ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
ი) გუნდის განვითარების უნარი;
კ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურსს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ვაკანტურ თანამდებობაზე შემდეგი პირობებით:
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge).
2. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) - „ჩემი რეზიუმე“-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქართველოში აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჭიროების შემთხვევაში);
ბ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული ცნობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სტაჟის ხანგრძლივობას;
გ) ინგლისური ენის (B2 დონე) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) სარეკომენდაციო წერილი (ხელმოწერითა და ბეჭდით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული), რომელშიც რეკომენდატორი მიმართავს საკონკურსო კომისიას და ნათლად აღწერს კონკურსანტის შეფასებას და მის შესაბამისობას კონკრეტული (აღნიშნული) ვაკანსიის მიმართ (უცხოურ ენაზე გაცემული რეკომენდაციის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);
ე) სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე).
კანდიდატი ვალდებულია, დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარმოუდგენლობის/არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
კანდიდატებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, შესაძლოა (კანდიდატის თანხმობით), განხორციელდეს აუდიო და ვიდეო ჩაწერა.
გასაუბრების ეტაპებზე დაიშვებიან მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატები, ასევე, დაესწრებიან უფლებამოსილი პირები.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე;
- საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება