ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

3 დღე, 9 საათი, 13 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 38


ვაკანსიის N 64148     

პოზიციის დასახელება
მეტროლოგიის ინსტიტუტის ტემპერატურისა და ტენიანობის ეტალონური განყოფილების სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N1-1/1570 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების" საფუძველზე.
                    
კატეგორია
ტექნიკური სამუშაოები
განცხადების ბოლო ვადა
20.05.2021
თანამდებობრივი სარგო:
1500 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             1. ტემპერატურულ გაზომვებში - სხვადასხვა ტიპის თერმომეტრების (პლატინის წინაღობის თერმომეტრების, მინის სითხიანი თერმომეტრების, სხვადასხვა ციფრული თერმომეტრების და ციფრულ მაჩვენებლიანი ტემპერატურული გარდამსახების) დაკალიბრება;
2. ტენიანობის სფეროში - სხვადასხვა ტიპის ჰიგრომეტრების დაკალიბრება;
3. ტემპერატურისა და ტენიანობის ეტალონური განყოფილება ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
4. სააგენტოსა და დამკვეთის ტერიტორიაზე პირველადი დამოწმების შედეგების აღიარების სამუშაოებში მონაწილეობის  მიღება. 
5. ეტალონების და გაზომვის საშუალებების ექსპლუატაციისა და კვლევების საჭირო პირობების მომზადება და დაცვა. 
6. ეტალონების და გაზომვის საშუალებების მუშა რეჟიმზე გაყვანა. 
7. პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება ეტალონების სტაბილურობისა და მეტროლოგიური მახასიათებლების შენარჩუნების მიზნით. 
8. გაზომვების მონაცემების დაგროვება, სტატისტიკური დამუშავება და ანალიზი.
9. გაზომვის საშუალებების დაკალიბრების პროცედურების და განუსაზღრელობის ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა. 
10. განყოფილებაში ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვასა და ფუნქციონიერების ხელშეწყობა. 
11. განყოფილების აღჭურვილობის მონაცემთა ბაზის, CMC ცხრილების განახლება. 
12. ეტალონების და გაზომვის საშუალებების დაკალიბრების და დამოწმების სამუშაოების ჩატარება სააგენტოსა და დამკვეთის ტერიტორიაზე.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა
                    

- პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;

- ,,სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N1/1-1570 ბრძანება;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       A2       A2
რუსული       A2       A2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. N 67
საკონტაქტო ტელეფონები
577413331
საკონტაქტო პირი
თამარ პეტაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    - კანდიდატს უნდა ქონდეს უმაღლესი განათლება ან იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, რომლის ბოლო სემესტრული ქულების ჯამური მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკული უტოლდება ან აღემატება 75 ქულას;
კანდიდატს უნდა ჰქონდეს განათლება ერთ- ერთი მიმართულებებით:
- ინჟინერია;
- მეცნიერება / საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
- სოციალური მეცნიერება - ეკონომიკა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით;
- ველში „განათლება“, კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. სტუდენტის შემთხევაში ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და სტუდენტის აკადემიური მოსწრების წიგნაკის ასლი ან / და ცნობა აკადემიური მიღწევის შესახებ.


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება