ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 19


ვაკანსიის N 63971     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდული საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
კულტურა
განცხადების ბოლო ვადა
17.04.2021
თანამდებობრივი სარგო:
850 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ახალქალაქი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - ახორციელებს განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში ადმინისტრირების და ანალიტიკურ სამუშაოებს;
- უზრუნველყოფს ისტორიულ და კულტურის ძეგლთა დაცვის საკითხთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
- ახორციელებს მუნიციპალური ისტორიული და კულტურული ძეგლების, ტურისტული ობიექტებისა და ბილიკების მართვას;
- ახორციელებს ისტორიული ძეგლების აღრიცხვას, ინფორმაციის დამუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
- თანამშრომლობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითმმართველობებთან, ხელს უწყობს ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას;
- ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას;
- უზრუნველყოფს სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობასა და მსგავსი ღონისძიებების მოწყობაზე მხარდაჭერის წინადადებათა შემუშავებას;
- უზრუნველყოფს შემოქმედი ახალგაზრდების გამოვლენასა და მათ ჩართულობას მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

-  საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი‘‘ (I, II, III და IV თავები);

-  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘‘;

-ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის N11 დადგენილება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ახალქალაქი, ჩარენცის ქ. 11
საკონტაქტო ტელეფონები
595302480
საკონტაქტო პირი
ხაჩატურ ალექსანიან

დამატებითი მოთხოვნები
                     ტურიზმის ან/და გენდერული თანასწორობის საკითხებზე - 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება 
კომპეტენციები:
1. ანალიტიკური აზროვნება;
2. გუნდური მუშაობა;
3. დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
4. ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
5. საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება