ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 18 საათი, 3 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 63882     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივნი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
20.04.2021
თანამდებობრივი სარგო:
1300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
წალენჯიხა
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             ახორციელებს მოქალაქეებთან კომუნიკაციას, ეცნობა მათ განცხადებებსა და საჩივრებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას; 
მოსამართლის დავალებით ადგენს სასამართლო აქტების, ასევე სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტების პროექტებს, უზრუნველყოფს მათ სრულყოფას და სიზუსტეს და წარუდგენს მოსამართლეს;
ახორციელებს საქმისწარმოებას, მათ შორის: მიღებული კორესპონდენციის შენახვას, მხარეებისთვის გაგზავნას, უზრუნველყოფს სასამართლო დოკუმენტაციის გადაცემას, სასამართლო სხდომისათვის საქმის მომზადებას; 
 უზრუნველყოფს მხარეთათვის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შეტყობინებას, აგზავნის სასამართლო უწყებებს, აკონტროლებს უწყებათა სასამართლოში დაბრუნებას და აწვდის ინფორმაციას მოსამართლეს ადრესატისთვის მათი ჩაუბარებლობის მიზეზების შესახებ, უწყებების ჩაუბარებლობის შემთხვევაში ახდენს ადრესატების ინფორმირებას სხდომის თაობაზე სხვა ალტერნატიული გზით. ასევე ინფორმაციას აწვდის მოსამართლეს პროცესის მონაწილეთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე, მოსამართლის დავალებით ამზადებს სასამართლო სხდომაზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს;
ადგენს სასამართლოს სხდომების გრაფიკებს;
უზრუნველყოფს საჯარო შეტყობინებათა გამოქვეყნებას;
უზრუნველყოფს ნივთიერ-მტკიცებულებათა შენახვას;
უზრუნველყოფს საქმის დაცვა/შენახვას;
აწვდის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს მხარეთათვის გადასაცემ დოკუმენტაციას;
უზრუნველყოფს საქმის მასალების ქრონოლოგიურ აღწერას და შეკერვას;
ახდენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების აღსრულებას;
უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული, დამთავრებული საქმეების კანცელარიისთვის გადაცემას, მათ სრულყოფას და სიზუსტეს;.
უზრუნველყოფს ზუსტი და დროული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისი სამსახურისთვის მომზადებას და გადაცემას; 
ახორციელებს საპროცესო დოკუმენტების ერთიან ელექტრონულ პროგრამაში  განთავსებას  და დაშტრიხვას სათანადო წესით; 
უზრუნველყოფს სასამართლო პროცესისათვის სხდომის დარბაზის მომზადებას;
ესწრება პროცესს,  უზრუნველყოფს სხდომის აუდიო-ვიდეო ჩაწერას  დადგენილ ვადაში ადგენს სხდომის ოქმს, ხელს აწერს და წარუდგენს მოსამართლეს, უზრუნველყოფს სხდომის ოქმში პროცესის მიმდინარეობის სრულყოფილ ასახვას და სისწორეს;
არეგისტრირებს ელექტრონულ სისტემაში სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილ დოკუმენტებს; აღრიცხავს სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებული მონაცემებს;
მოთხოვნისამებრ და კომპეტენციის ფარგლებში აცნობს სამუშაო პროცესებს ახალ თანამშრომელს ან/და სტაჟიორს;
კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელთა ცალკეულ დავალებებს; 
ახორციელებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა უფლება - მოვალეობებს.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

თ)"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

ი)"საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ" საქართველოს კანონი;

კ)"საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ" საქართველოს კანონი;

ლ)"ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;

მ)"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;

ნ) „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;

ო) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

პ)საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულებით დამტკიცებული "რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულება;

ჟ)"საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/310 გადაწყვეტილება;

რ)“საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.

ს),,საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 01 მაისის N1/56 გადაწყვეტილება.

 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.ზუგდიდი, რ.ლაღიძის ქ.N12
საკონტაქტო ტელეფონები
577284149
საკონტაქტო პირი
ლანა ბერიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    - იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება;
-როგორც წესი, გავლილი უნდა ჰქონდეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამოსამართლო სწავლების ცენტრში სასწავლო კურსი ან ჰქონდეს  სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, ან/და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- სასურველია უცხო ენის ცოდნა.

- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება და გასაუბრება) გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადების (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
- კონკურსის მეორე ეტაპზე თითოეულ კანდიდატს საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე მიეცემა ზეპირი დავალება და ჩაუტარდება გასაუბრება.
- კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
-კონკურსს ჩაატარებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს საკონკურსო კომისია (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).

„ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- იურიდიულ სფეროში არანაკლებ 2 წლის მუშაობის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი.
- იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (სამოსამართლო სწავლების ცენტრში) სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად ან სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილების, ან/და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);

- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

- დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთების შემთხვევაში, უნდა აიტვირთოს მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აიტვირთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე;

- ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, მოხელის სტატუსის არმქონე პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.

- კონკურსანტების საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე (კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში) განხორციელდება აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

- ,,კონკურსის“ ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესითა" და საკონკურსო კომისიის 2021 წლის 06 აპრილის სხდომის ოქმით. (იხილეთ სასამართლოს ვებგვერდზე http://www.court.ge/courts/zugdidis_raionuli_sasamarTlo/).
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება