ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 18 საათი, 8 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 22


ვაკანსიის N 63881     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
20.04.2021
თანამდებობრივი სარგო:
800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ზუგდიდი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - სასამართლოში შემოსული მასალის ფორმალური გამართულობის შემოწმება;
- სასამართლოში შემოსული სარჩელების და სხვა მასალის ელექტრონული რეგისტრაცია და სკანირება;
- რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობის გაცემა;
- სასამართლოში შემოსული მასალის შესაბამისი თანამდებობის პირებისთვის განაწილება და გადაცემა;
- სასამართლოში შემოსული მასალისთვის შესაბამისი ნომრის მინიჭება;
- სასამართლოში მოსული მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა;

გ) „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი;  

დ) „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ" საქართველოს კანონი;

ე)„რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულება;

ვ)„საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/310 გადაწყვეტილება.“.

ზ)“საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.

თ),,საქართელოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 01 მაისის N1/56 გადაწყვეტილება.

ი)“საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.

 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.ზუგდიდი, რ.ლაღიძის ქ.N12
საკონტაქტო ტელეფონები
577284149
საკონტაქტო პირი
ლანა ბერიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    - სასურველია უცხო ენის ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება და გასაუბრება) გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადების (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
- კონკურსის მეორე ეტაპზე თითოეულ კანდიდატს საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე მიეცემა ზეპირი დავალება და ჩაუტარდება გასაუბრება.
- კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
-კონკურსს ჩაატარებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს საკონკურსო კომისია (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).

„ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

- დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთების შემთხვევაში, უნდა აიტვირთოს მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აიტვირთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე;

- ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, მოხელის სტატუსის არმქონე პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.

- კონკურსანტების საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე (კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში) განხორციელდება აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

- ,,კონკურსის“ ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს
კანონით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო
სამსახურში კონკურსის ჩატარების წესითა" და საკონკურსო კომისიის 2021 წლის 06 აპრილის N1 სხდომის ოქმით.
(იხილეთ სასამართლოს ვებგვერდზე http://www.court.ge/courts/zugdidis_raionuli_sasamarTlo/).
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება