2021/04/17
გაკეთებული განაცხადები: 23
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
- სააგენტოს უფროსის დავალებით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისთვის კოორდინაციის გაწევა; - სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლი; - კომპეტენციის ფარგლებში ხელი მოაწეროს ან ვიზა დაადოს მომზადებულ დოკუმენტებს; - სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
- სავალდებულოა: ტრანსპორტის ან/და ურბანული განვითარების / საერთაშორისო პროექტების / შესყიდვების მიმართულებით 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება; სასურველია: სამშენებლო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება - ხელმძღვანელობის გამოცდილება: 1 წელი - სასურველია შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: AutoCad (კარგი) ArchiCad (კარგი) Arc Gis (კარგი) - კომპეტენციები და უნარები: 1. ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; 2. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი; 3. სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი; 4. სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი; 5. ცვლილებების/სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი; 6. პროექტების მართვის უნარი; 7. თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი; 8. მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი; 9. გუნდის განვითარების უნარი; 10. პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
- ბლოკში "განათლება" კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი; - ბლოკში „სამოტივაციო წერილი" კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც დაასაბუთებს თუ რატომ დაინტერესდა აღნიშნული ვაკანსიით; - ბლოკში „სამუშაო გამოცდილება" კანდიდატმა უნდა ატვირთოს შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; - კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; - კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპის ჩატარების შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე; - კონკურსის მე-2 ეტაპზე კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან გასაუბრებაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.