ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 18 საათი, 58 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 19


ვაკანსიის N 63855     

პოზიციის დასახელება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ქონების განკარგვის და საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილე
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
                    
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
15.04.2021
თანამდებობრივი სარგო:
2000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების  აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესის ორგანიზების სამუშაოების უზრუნველყოფა;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირება და პროცესის ორგანიზების სამუშაოების უზრუნველყოფა;
სააგენტოს მართვაში არსებული საწარმოების ფინანსური ანგარიშგებების გაანალიზება აუდიტორულ დასკვნებთან ერთად, ამ საწარმოთა მიმართ გაცემული  რეკომენდაციების კონტროლი;
სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
იურისტი/ეკონომისტი/ბიზნესის ადმინისტრირება
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

-"ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

- ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;

-"ნორმატიული აქტების შესახებ" აფხაზეთის კანონი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

-,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

-„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;

-„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

-„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;

-,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

-,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების

პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის

უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 13 ივნისი დადგენილება №11;

-,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 13 ივნისი დადგენილება №14;

-,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებითგადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიურირესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 9 აგვისტოს №01/42 ბრძანება;

-,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს N22 დადგენილება;

-საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 26 თებერვალის 12 დადგენილება;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თამარაშვილის 15ა
საკონტაქტო ტელეფონები
599855001
საკონტაქტო პირი
ეკატერინე გაბუნია

დამატებითი მოთხოვნები
                    - მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 - წლიანი გამოცდილება (მათ შორის ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით);
- სასურველია უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა;
-ესმის სამსახურის მისია, პროფესიული ეთიკა და საზოგადოებრივი სარგებელი; ორიენტირებულია შედეგებზე და აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი; ცვლილებების/სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი; თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი; პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    -გამარტივებული კონკურსი ცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ქონების განკარგვის და საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილების ვაკანტურ თანამდებობაზე.
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
- „ჩემი რეზიუმე“-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს.
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი , ხოლო უცხო ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტრურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი.
- სამუშო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის - შრომის წიგნაკის (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (და არა თანამდებობაზე დანიშვნის/გათავისუფლების ბრძანებები), დამოწმებული ბეჭდითა და ხელმოწერით, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
- სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად უნდა იყოს განხილული კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების მოტივაცია.
-კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ან არასრულყოფილად ექნება წარმოდგენილი (ელექტრონული სისტემის მეშვეობით ასატვირთი დოკუმენტაცია) მითითებული დოკუმენტაცია, ვერ გააგრძელებს კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას.
-გასაუბრების ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია კანდიდატს ეცნობება მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.
-პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.



                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                უფლებამოსილი პირის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება კონკურსის შედეგების შესახებ მიიღება განაცხადის წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება