ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 19 საათი, 8 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 46


ვაკანსიის N 63854     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის კონსულტანტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:
1. თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას;
2. მოტივაციის სისტემებს;
3. განვითარების საშუალებას;
4. კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას;
5. კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში. სრული ინფორმაციისათვის იხილეთ: www.economy.ge
                    
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
16.04.2021
თანამდებობრივი სარგო:
1900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის კონსულტანტი უზრუნველყოფს:
- საკანონმდებლო ბაზის განვითარების კუთხით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგებში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა-ანალიზს, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების ანალიზისა და მათთან მოქმედი კანონმდებლობის შეუსაბამობების გამოვლენას, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგებში მოქმედი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებას და ცვლილებების განხორციელების ორგანიზებას;
- ტრანსპორტის და ლოგისტიკის დარგებში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის წინადადებების ინიცირებას და ცვლილებების პროექტების მომზადებას;
- ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგებში შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვას და შენიშვნების მომზადებას კომპეტენციის ფარგლებში.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
სამართალმცოდნეობის / საერთაშორისო სამართლის მიმართულებით
საკონკურსო თემატიკა
                    
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონი;
  • ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს საზღვაო კოდექსი“;
  • ,„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს სარკინიგზო კოდექსი“;
  • „საქართველოს საჰაერო კოდექსი“;
  •  ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონი;
  •  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •   ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის  #70  დადგენილება. 

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C1       C1
რუსული       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, კეკელიძის 4
საკონტაქტო ტელეფონები
2991016
საკონტაქტო პირი
თეა რუსიტაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    სამართლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:
- სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
- სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
შეფასების ეტაპზე:
- კანდიდატის შეფასება მოხდება წერითი დავალებით და გასაუბრებით;
- საკონკურსო თემატიკის შესაბამისად შემოწმდება თემატიკის შესაბამისი ცოდნა და ანალიზის უნარი; წერითი დავალების დროს შემოწმდება უცხო ენების ცოდნაც.
კანდიდატის შეფასების მაქსიმალურ ქულად განისაზღვრება 40; წერითი დავალების მაქსიმალური ქულა - 20, გასაუბრების მაქსიმალური ქულა -20. კანდიდატის გამოძახება გასაუბრებაზე არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ:
*კანდიდატი არ გამოცხადდება წერით დავალებაზე, კანდიდატის წერითი დავალება შეფასდება 12 - ზე ნაკლები ქულით.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 12 თვიანი გამოსაცდელი ვადა გამოიყენება მხოლოდ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის არმქონე პირთათვის.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება