ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 19 საათი, 13 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 53


ვაკანსიის N 63853     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
რუსთავის საქალაქო სასამართლო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
16.04.2021
თანამდებობრივი სარგო:
800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
რუსთავი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - უზრუნველყოფს სასამართლოს მისაღებში შემოსული (მათ შორის ელექტრონული სახით) ყველა კორესპონდენციის (მოქალაქეების, მათი წამომადგენლების, ან ფოსტის საშუალებით შემოსული, მათ შორის სარჩელების, შუამდგომლობების, განცხადებების, სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების) შესაბამის ჟურნალებში აღრიცხვას, სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებას და ელექტრონული საქმის წარმოების და ავტომატური განაწილების პროგრამაში პირველადი მონაცემების უშეცდომოდ შეყვანას, ამასთან ამოწმებს, ადგილი ხომ არ აქვს საქმის ან შუამდგომლობის განმეორებით წარმოდგენას ან ახლად შემოსული შუამდგომლობა, განცხადება ან მასალები ხომ არ არის დაკავშირებული უკვე წარმოებაში არსებულ საქმესთან და ასეთის დადასტურების შემთხვევაში საქმეს ურთავს შესაბამის აღნიშვნას განმხილველი მოსამართლის და გადამოწმების შედეგის მითითებით. ელექტრონული სისტემით განაწილებულ საქმეებს დაუყონებლივ გადასცემს შესაბამის სპეციალიზაციის სპეციალისტს;

- ახდენს კორესპოდენციის წარმომდგენ პირთა იდენტიფიცირებას, პირადი მონაცემების ფიქსაციას და დაცვას;

- ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩასაბარებლად წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებების ფორმალური მხარის შემოწმებას და რეაგირებას, ფოსტით შემოსულ კორესპონდენციაში ამოწმებს თანდართული მასალების არსებობას (რომელიმე დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში ადგენს სათანადო აქტს);

- ახორციელებს სააპელაციო და უზენაესი სასამართლოდან დაბრუნებული საქმეების მიღებას, ტომთა რაოდენობის და თითოეული ტომის შეკერვას, ფურცლების დანომვრას და აღწერის შემოწმებას, მიღებული საქმის რეგისტრაციაში გატარებას და უფლებამოსილ მოხელეზე გადაცემას;

- ვალდებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოში შემოსული შუამდგომლობების და საქმეების განაწილებისას განუხრელად დაიცვას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 01 მაისის №1/56 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესი“;

- ახდენს სასამართლოს კანცელარიაში შესული საქმეების გაცნობას, დასკანერებას, კომპიუტერული ბაზის მეშვეობით საქმის სტატუსის და განმხილველი მოსამართლის დადგენას. კორესპონდენციის, ელექტრონული ვერსიის შესაბამის საქმეზე მიტვირთვას, თითოეულ კორესპონდენციაზე შესაბამისი აღნიშვნის გაკეთებას მოსამართლეებზე სწორად გადაცემის მიზნით და შუალედური ფოსტის დაუყოვნებლივ ადრესატზე გადაცემას;

- შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს საქმეებზე და შუამდგომლობებზე თვალსაჩინო ადგილას განათავსოს სტატუსების აღმნიშვნელი შტამპის განთავსებას „არასრულწლოვანი“, „ძებნილი“ ან „საპატიმრო“;

- ამოწმებს წარმოდგენილი შუამდგომლობა არის, თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი და ხომ არ ექვემდებარება რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადობას;

- ვალდებულია ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია განყოფილების უფროსს და სასამართლოს მენეჯერს;

- უზრუნველყოფს კანცელარიაში ჩაბარებულ საქმეებზე შემოსულ კორესპოდენციაზე პასუხების დროულ მომზადებას;

- უზრუნველყოფს დასრულებული საქმეების მიღებისას საქმის სრულყოფილად შემოწმებას, რათა დაზუსტდეს მოწესრიგებულია თუ არა საქმე ფორმალურად და არის თუ არა სრულყოფილად აღსრულებული;

- უზრუნველყოფს საქმეზე დასართავად შემოსული კორესპოდენციის (ცნობების, შეტყობინებების, მომართვების) შესაბამის საქმეში განთავსებას (ჩაკერება);

- უზრუნველყოფს საქმეზე დართული ნივთმტკიცების აღწერას, რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში და კომპიუტერულ ბაზაში, ასევე ნივთმტკიცებათა საცავში შენახვას;

- უზრუნველყოფს საქმეების სააპელაციო სასამართლოში განსახილველად გაგზავნას. კანცელარიაში ჩაბარებულ საქმეზე, სააპელაციო საჩივრის შემოსვლის შემთხვევაში ამზადებს საქმეს და საპროცესო მოთხოვნების შესრულების შემდეგ საქმეს აგზავნის სააპელაციო სასამართლოში;

- უზრუნველყოფს ზემდგომი სასამართლო ინსტანციის მიერ ძალაში დატოვებული და ნივთმტკიცების ნაწილში აღსასრულებელი განაჩენების აღსრულებას განყოფილების უფროსის და საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწის მონაწილეობით;

- უზრუნველყოფს კანცელარიაში შესული, არქივში ჩასაბარებელი საქმეების მიღებას, შემოწმებას და არქივში განთავსებას, რიგითობის მიხედვით, ამასთან ალფაბეტურ ჟურნალში ფიქსაციას.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

თ)"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

ი)"ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;

კ)"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;

ლ) „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;

მ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

ნ)საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებით დამტკიცებული "რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულება;

ო)"საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება;

პ)საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილების დანართი №20-ით დამტკიცებული „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესი“

ჟ)“საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქუჩა N 6 (რუსთავის საქალაქო სასამართლო)
საკონტაქტო ტელეფონები
577670939
საკონტაქტო პირი
გურამ კორკოტაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    - გუნდური მუშაობის უნარი;

- დეტალებზე ორიენტირების უნარი;

- მოქალაქეებთან კომუნიკაციის უნარი;

- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;

- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა კანდიდატმა "ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის დოკუმენტაციის ბლოკში სავალდებულოდ უნდა ატვირთოს:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (ბეჭდით დამოწმებული) დიპლომის (ცნობის) ასლი;

- მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება 12 თვიანი გამოსაცდელი ვადით;

- დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);

- კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის გათვალისწინებით;

- კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

პირი მოხელედ არ მიიღება, თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე;

- საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება