ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 17 საათი, 47 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 36


ვაკანსიის N 63847     

პოზიციის დასახელება
სამეცნიერო განყოფილების სტაჟიორი
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა
15.04.2021
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა
5
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             • სამეცნიერო განყოფილების მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
• მონაწილეობის მიღება (კომპეტენციის ფარგლებში) ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილებაში მიმდინარე საგამომცემლო, საგანმანათლებლო და საგამოფენო პროექტებში;
• ხელმძღვანელის დავალებით სხვა სამუშაოს შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №246 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.№1
საკონტაქტო ტელეფონები
0322478101

დამატებითი მოთხოვნები
                    • უმაღლესი განათლება, საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

• ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
• მოტივირებულობა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • წერითი დავალება გულისხმობს ტესტირებას ზოგად უნარებში და ქართულ ენაში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება ტესტირებაზე გამოცხადება და ტესტის შესრულება;
• კანდიდატს, რომელსაც კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში გავლილი აქვს ტესტირება - ქართულ ენასა და ზოგად უნარებში სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ეტაპი ჩაეთვლება გადალახულად.

სტაჟირების მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ანაზღაურების გარეშე სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით.
სტაჟირების განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
აუცილებელია, კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქულათა სისტემის საფუძველზე.

                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება