ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 18 საათი, 47 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 11


ვაკანსიის N 63838     

პოზიციის დასახელება
მოძრავი ქონების შეფასების დეპარტამენტის შემფასებელი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სააგენტო შედის საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში და ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზება/რეალიზებასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს. ასევე, სააგენტო მართავს მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებულ საკითხებსა და ახორციელებს ელექტრონული აუქციონების ვებგვერდის www.eauction.ge-ის საშუალებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვას.
                    
კატეგორია
ქონების განკარგვა
განცხადების ბოლო ვადა
16.04.2021
თანამდებობრივი სარგო:
1900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             •	მოძრავი ქონების შეფასება, საბაზრო ღირებულების დადგენა;
•	მოძრავი ქონების რეალიზაციის/პრივატიზების საწყისი სარეალიზაციო/ საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას, ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევამდე ან სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემამდე არსებული შეფასების, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნების გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე წინადადებების მომზადება;
•	საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელი აუდიტორისათვის (ექსპერტისათვის) მოძრავი ქონების ექსპერტიზისა და შეფასებისათვის მიმართვა;
•	სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონი;
  • ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის № 391 დადგენილება;
  • "სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანება;
  • ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი
  • "სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ "- საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის N570 დადგენილება;
  • "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N393 დადგენილება;
  • "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტო №1-1/346ბრძანება;


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B1       B1
ქართული       C2       C2
რუსული       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ჭავჭავაძის გამზ. N49ა
საკონტაქტო ტელეფონები
2991138
საკონტაქტო პირი
ხათუნა გვილავა

დამატებითი მოთხოვნები
                    
• მოძრავი ქონების შეფასების სფეროში არანაკლებ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება
• მოძრავი ქონების შეფასების ISO სტანდარტის მოქმედი სერტიფიკატი
• ანალიტიკური აზროვნება;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
• გუნდური მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც განცხადებების გადარჩევის ეტაპს გადალახავენ;
- აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
 - აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს მოძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი;
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება