2021/04/17
გაკეთებული განაცხადები: 38
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სააგენტო შედის საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში და ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზება/რეალიზებასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს. ასევე, სააგენტო მართავს მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებულ საკითხებსა და ახორციელებს ელექტრონული აუქციონების ვებგვერდის www.eauction.ge-ის საშუალებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვას.
• დეპარტამენტის საქმიანობის ხელმძღვანელობასა და წარმართავაში მონაწილეობის მიღება; • საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელების პროცესის მონიტორინგი; • დეპარტამენტში შემავალ სამსახურებს და თანამშრომლებს შორის მოვალეობების განაწილების პროცესში მონაწილეობის მიღება და მათთვის შესაბამის მითითებების მიცემა; • დეპარტამენტში შემავალი სამსახურების უფროსებისა და თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ზედამხედველობის პროცესში მონაწილეობის მიღება; • საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს სახელით დეპარტამენტში მომზადებული, სააგენტოდან გამავალი კორესპონდენციების ხელმოწერა/ვიზირება; • საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) გასაგზავნი და მათ მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტების დეპარტამენტის სახელით ხელმოწერა/ვიზირება; • სააგენტოს თავმჯდომარისა და შესაბამისი მოადგილათვის დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებების წარგენის პროცესში მონაწილეობის მიღება. • საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსთან ერთად სააგენტოს თავმჯდომარესთან შუამდგომლობა დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; • სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.
•სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება. • ანალიტიკური აზროვნება; • პასუხისმგებლობის გრძნობა; • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; • დროის ეფექტურად მართვის უნარი; • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები; • გუნდური მუშაობის უნარი.
- გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც განცხადებების გადარჩევის ეტაპს გადალახავენ; - აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.