ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 17 საათი, 31 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 2


ვაკანსიის N 63832     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - იურიდიულ საკითხებში
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
14.04.2021
თანამდებობრივი სარგო:
700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ნინოწმინდა
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             1. უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში.
2. ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას, აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ.
3. ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის  სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას.
4. წარმოადგენს და იცავს თვითმმართველი ერთეულის (საკრებულოს) ინტერესებს სასამართლოში.
5. ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების და აპარატის უფროსის სამსახურებრივ დავალებებს.
6. ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და  ახორციელებს მათ რეგისტრაციას.
7. ახორციელებს  საკრებულოს აპარატის მუშაობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების მომზადებას შესწავლასა და აღრიცხვას.
8. განიხილავს მოქალაქეთა საჩივრებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია,

- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი,

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,

- საქართველოს ადნინისტრაციული საპროცესო კოდექსი,

- საქართველოს შრომის კოდექსი,

- ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი,

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,

- საკრებულოს აპარატის დებულება.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ნინოწმინდა, პუშკინის ქ. #43
საკონტაქტო ტელეფონები
599180158
საკონტაქტო პირი
არფიკ სოღოიან

დამატებითი მოთხოვნები
                    - იურიდიული მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; 
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა: ( Office Word, Office Excel);

-  ანალიტიკური აზროვნება;
-  გუნდური მუშაობა;
-  ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
-  დროის ეფექთიანი მართვა;

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით;
აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
- კონკურსის ეტაპების შესახებ ინფორმაცია კანდიდატებს ეცნობებათ ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით, მათ მიერ მითითებულ ელ. მისამართზე;
- კანდიდატი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული.
- კონკურსს ატარებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო კომისია, რომელიც დაადგენს კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობას;
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება