ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 18 საათი, 4 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 22


ვაკანსიის N 63784     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
კატეგორია
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები
განცხადების ბოლო ვადა
15.04.2021
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - მგვ-ს პოლიტიკის შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა;
- მგვ-სთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებასა და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობაში მონაწილეობა;
- მგვ-სთან დაკავშირებული წლიური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
- მგვ-ს ავტორიზაციის განაცხადების განხილვა (სპეციფიკური ნარჩენების მიხედვით);
- მგვ-ს რეესტრის წარმოება, მწარმოებლების რეგისტრაციის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
- მგვ-თან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის წარმოებაში მონაწილეობა (სპეციფიკური ნარჩენების მიხედვით);
- მგვ ორგანიზაციებიდან მიღებული წინა კალენდარული წლის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშების განხილვა და შესაბამისი კომენტარების მომზადებაში მონაწილეობა;
- მგვ ორგანიზაციების მომავალი კალენდარული წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და შეთანხმების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
- სპეციფიკურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობების შესახებ შემოსული კორესპონდენციების განხილვასა და შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა;
- თანამშრომლობა მგვ ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
- მგვ-ს მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-ორგანიზებაში მონაწილეობა;
- მგვ-თან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მინისტრისთვის წარსადგენი ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“;

- მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები;

- საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის დადგენილება №324 „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“;

- საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის დადგენილება №325 „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

- საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის დადგენილება №326 „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

- საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის დადგენილება №327 „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“;

- „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“;

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის N160 დადგენილება;

- ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილება;

- ,,ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №422 დადგენილება;

- ,,კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვის და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს №211 ბრძანება;

- ,,ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ 2016 წლის 29 მარტის საქართველოს მთავრობის №144 დადგენილება;

- ,,სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ 2016 წლის 29 მარტის საქართველოს მთავრობის №145 დადგენილება; ”

- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის N112 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება;

- „ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 ივლისის №2-621 ბრძანება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. N6
საკონტაქტო ტელეფონები
2 37 80 10

დამატებითი მოთხოვნები
                    - უმაღლესი განათლება - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკის და/ან ეკონომიკის და/ან გარემოს მცოდნეობის და/ან სამართლის
მიმართულებით;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და/ან მათემატიკის და/ან სტატისტიკის და/ან ეკონომიკის და/ან გარემოს მცოდნეობის და/ან იურიდიული მიმართულებით მუშაობის
არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- შედეგზე ორიენტაცია, სახელმწიფოს, დაწესებულებების, სხვადასხვა ჯგუფებისა და ინდივიდუალური პირების მომსახურებაზე ორიენტაცია, პროფესიული განვითარებისა
და გუნდური მუშაობის უნარი;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
* უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი;
* სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაციის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით);
* სარეკომენდაციო წერილი და ინფორმაცია რეკომენდატორ(ებ)ის შესახებ;
* სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს,აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
- კანდიდატები ფასდებიან 10 ქულიანი სისტემით;
- საბოლოო შეფასება გამოითვლება კანდიდატების მიერ ზეპირი დავალებისა და გასაუბრებისას მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით;
- გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ შეფასებას, მაგრამ არანაკლებ 6 ქულისა;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების ვიდეო ან/და აუდიო ჩაწერა.

აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@mepa.gov.ge
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება