ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 7


ვაკანსიის N 63530     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების ბოლო ვადა
28.03.2021
თანამდებობრივი სარგო:
750 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ახალქალაქი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             • სივრცითი მოწყობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზება;
• წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება სივრცითი მოწყობის დოკუმენტაციების პროექტებზე;
• წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
• მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი‘‘ (I, II, III და IV თავები);
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘‘;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ახალქალაქი, ჩარენცის ქ. 11
საკონტაქტო ტელეფონები
595302480
საკონტაქტო პირი
ხაჩატურ ალექსანიან

დამატებითი მოთხოვნები
                    კომპეტენციები:
1. გუნდური მუშაობა;
2. დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
3. ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
4. საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
5. დროის ეფექტიანი მართვა; 
6. ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    -დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან, ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 (ერთი) წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს;
- აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი,მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელე,ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით;
- "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში კანდიდატმა უნდა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება