2021/03/05
გაკეთებული განაცხადები: 17
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ცენტრის მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის ხელშეწყობა მათი განათლების, პროფესიული მომზადებისა/გადამზადებისა და დასაქმების გზით.
ა) უზრუნველყოფს მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანების და ფუნქციების შესრულებას; ბ)ზედამხედველობს და კონტროლს უწევს მისდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) უზრუნველყოფს ცენტრის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას/მონიტორინგს; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს ცენტრში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) ასრულებს ცენტრის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
ა) საჯარო დაწესებულებაში შიდა აუდიტის/შიდა კონტროლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; გ) სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა; დ) სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა; ე) კომპეტენტურობა, ორგანიზებულობა, სანდოობა და ორიენტირება დეტალებზე.
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.g v.ge) ატვირთული დოკუმენტაციით მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან; •კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს. •კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები: •უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); იმ შემთხვევაში თუ დიპლომი გაცემულია უცხო ქვეყნის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დოკუმენტს უნდა ახლდეს შესაბამისად ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი ქართულ ენაზე; •სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი. •აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა; •აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა; •ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს; •კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს; •გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.