ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 23 საათი, 15 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 31


ვაკანსიის N 63300     

პოზიციის დასახელება
დირექტორის მოადგილე
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ
                    საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
ცენტრის მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის ხელშეწყობა მათი განათლების, პროფესიული მომზადებისა/გადამზადებისა და დასაქმების  გზით.
                    
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
04.03.2021
თანამდებობრივი სარგო:
3000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             ა) ზედამხედველობს და ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრული ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას; 
ბ) ხელს უწყობს დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
გ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
დ) ხელს აწერს ან ავიზებს ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს.
ე) ასრულებს ცენტრის დირექტორის ცალკეულ დავალებებს;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • "საქართველოს შრომის კოდექსი";
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • "პატიმრობის კოდექსი";
  • "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
  • "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონი;
  • "საქართველოს ადმინისტრაციული  საპროცესო კოდექსი";
  • "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი";
  • "სამოქალაქო საპროცესო კოდექსი";
  • "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი;
  • "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი;
  • "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონი;
  • "საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის #204 დადგენილება;
  • „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის N389 დადგენილება;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N492 ბრძანება;
  • "მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის #491 ბრძანება. 

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები
599749988
საკონტაქტო პირი
ნინო ჩაჩუა

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) საჯარო დაწესებულებაში იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
ბ) სასამართლოში წარმომადგენლობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
ვ) კომპეტენტურობა, ორგანიზებულობა, სანდოობა და ორიენტირება დეტალებზე.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                     სსიპ -მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი აცხადებს  გამარტივებულ კონკურსს დირექტორის მოადგილის ვაკანტური თანანმდებობის შევსების მიზნით.
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.g v.ge) ატვირთული დოკუმენტაციით მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან;
• კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
• სავალდებულოა, კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); იმ შემთხვევაში თუ დიპლომი გაცემულია უცხო ქვეყნის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დოკუმენტს უნდა ახლდეს შესაბამისად ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი ქართულ ენაზე;
• სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
• აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
• აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
• ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
• კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
• გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება