ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 5

x შიდა კონკურსი:
- შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.
- შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.

ვაკანსიის N 63285     

თანამდებობის დასახელება
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების მართვის სამსახურის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კატეგორია
სამშენებლო საქმე
განცხადების ბოლო ვადა
21.03.2021
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ხელვაჩაური
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების მშენებლობისა და რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტირებაზე გასაცემი ტექნიკური დავალებების მომზადება.
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებზე მიმდინარე კაპიტალურ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის და მუდმივი მონიტორინგის განხორციელება და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა თითოეულ ობიექტზე არსებული ვითარების შესახებ.
- შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება და შედეგების ხელმძღვანელობასთან წარდგენა.
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემური საკითხების გამოვლენა, შესწავლა და მათი მოგვარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება.
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ან/და მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

- „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III თავი, ინფორმაციის თავისუფლება);

- „საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონი;

- „სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი;

- „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

- „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის #172 დადგენილება;

- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 28 ივნისის #17 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება;

- სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. #72
საკონტაქტო ტელეფონები
577299363
საკონტაქტო პირი
რუსუდან კრავჩენკო

დამატებითი მოთხოვნები
                    სავალდებულოა ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მშენებლობის ან/და ინჟინერიის სპეციალობით ან/და ინფრასტრუქტურის/მშენებლობის სფეროში/დარგში; 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა:
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეს;

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა აპლიკაციის შევსების დროს შესაბამის ბლოკში უნდა ატვირთოს და გამოგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი.

მითითებული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, აპლიკანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე.

- კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღის, დროისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობება კანდიდატს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და ტელეფონის საშუალებით.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება