ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 23 საათი, 22 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 30


ვაკანსიის N 63273     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის ხელშეწყობის სამმართველოს კონსულტანტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:
1. თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას;
2. მოტივაციის სისტემებს;
3. განვითარების საშუალებას;
4. კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას;
5. კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში.
სრული ინფორმაციისათვის იხილეთ: www.economy.ge
                    
კატეგორია
ენერგეტიკა
განცხადების ბოლო ვადა
04.03.2021
თანამდებობრივი სარგო:
2100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             •	ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის (ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონი, შენობების ენერგოეფექტურობის კანონი, ეკოდიზაინის შესახებ რეგულაციები და სხვა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული დებულებები) განხორციელების ხელშეწყობა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში თემატური საკითხების დამუშავება;
•	ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის დანერგვის შესახებ ანგარიშების მომზადება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის;
•	ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;
•	ენერგოეფექტურობის განვითარების მიზნით (ენერგეტიკა, შენობები, მრეწველობა და ტრანსპორტი) შესაბამისი პროექტების განვითარების ხელშეწყობა;
•	საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება ენერგოეფექტურობის, ენერგეტიკასთან დაკავშირებული კლიმატის ცვლილების  მიმართულებით; 
•	ენერგეტიკის დარგში არსებული პოლიტიკისა და ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული გეგმების შესრულების მონიტორინგი, ანალიზი და შეფასებების მომზადება;
•	ენერგოეფექტრობის კონკრეტული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობაზე შესაბამისი ინფორმაციების, რეკომენდაციების მომზადება და გავრცელება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

-„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი;

-„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი;

-„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი;  

-„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

-„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონი;

-„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

-„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";

-„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“;

-„საქართველოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 24 ივნისის N3758-IIს დადგენილება;

-„სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის N107 დადგენილება;

-„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის N70 დადგენილების ცოდნა.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, კეკელიძის 4
საკონტაქტო ტელეფონები
2991016
საკონტაქტო პირი
თეა რუსიტაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) ენერგეტიკის დარგში მუშაობის არანაკლებ 2  წლიანი გამოცდილება;
ბ) ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ცოდნა;
გ) ენერგოეფექტურობის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებებისა და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების ცოდნა;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:
- სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
- სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

შეფასების ეტაპზე:
- კანდიდატი შეფასდება წერითი დავალებით და გასაუბრებით;
- საკონკურსო თემატიკის შესაბამისად შემოწმდება შესაბამისი ცოდნა და ანალიზის უნარი;
კანდიდატის შეფასების მაქსიმალურ ქულად განისაზღვრება 40; წერითი დავალების შეფასების მაქსიმალური ქულა - 20, გასაუბრების მაქსიმალური ქულა -20.
კანდიდატის გამოძახება გასაუბრებაზე არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ:
*კანდიდატი არ გამოცხადდება წერით დავალებაზე, გამოცხადდება, მაგრამ უარს განაცხადებს დავალების შესრულებაზე ან კანდიდატის წერითი დავალება შეფასდება 12 - ზე ნაკლები ქულით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება