ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 23 საათი, 34 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 25


ვაკანსიის N 63272     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის ხელშეწყობის სამმართველოს კონსულტანტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:
1. თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას;
2. მოტივაციის სისტემებს;
3. განვითარების საშუალებას;
4. კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას;
5. კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში.
სრული ინფორმაციისათვის იხილეთ: www.economy.ge
                    
კატეგორია
ენერგეტიკა
განცხადების ბოლო ვადა
04.03.2021
თანამდებობრივი სარგო:
2800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             •	ენერგომომხმარებელ სექტორებში ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და ღონისძიებების დანერგვის გაანალიზება სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში;
•	ენერგოეფექტურობის შესახებ ნორმატიული აქტების  გავლენის შეფასებების მომზადება და საჯარო და კერძო სექტორისათვის რეკომენდაციების მომზადება;
•	ენერგოეფექტურობის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული დებულებების განხორციელების ხელშეწყობა;
•	ენერგიის მოხმარების მხრივ ეკონომიკური მოდელების სცენარების გაანალიზება მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების განახლებისთვის. 
•	ევროკავშირის მე-4 ენერგეტიკული პაკეტის, მათ შორის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ ახალი დირექტივების, ასევე ევროკავშირის ახალი ინიციატივის „Green Deal“-ის გაანალიზება, გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანასა და იმპლემენტაციასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
•	ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმის ღონისძიებების შესრულების ანალიზი, მონიტორინგი და შეფასების მომზადება, რომელიც ქვეყანას ყოველ  ორ წელიწადში ევალება;

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

-„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი;

-„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონი;

-„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი;

-„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

 -„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი; 

-„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონი;  

-„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“;

-„საქართველოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 24 ივნისის N3758-IIს დადგენილება;

-„სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის N107 დადგენილების;

-„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის N70 დადგენილების ცოდნა.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, კეკელიძის 4
საკონტაქტო ტელეფონები
2991016
საკონტაქტო პირი
თეა რუსიტაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) ენერგეტიკის დარგში მუშაობის არანაკლებ 3  წლიანი გამოცდილება;
ბ) ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ცოდნა;
გ) ენერგოეფექტურობის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებებისა და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების ცოდნა;
დ) სასურველია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის,  "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ცოდნა;

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:
- სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
- სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

შეფასების ეტაპზე:
- კანდიდატი შეფასდება წერითი დავალებით და გასაუბრებით;
- საკონკურსო თემატიკის შესაბამისად შემოწმდება შესაბამისი ცოდნა და ანალიზის უნარი;
კანდიდატის შეფასების მაქსიმალურ ქულად განისაზღვრება 40; წერითი დავალების შეფასების მაქსიმალური ქულა - 20, გასაუბრების მაქსიმალური ქულა -20.
კანდიდატის გამოძახება გასაუბრებაზე არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ:
*კანდიდატი არ გამოცხადდება წერით დავალებაზე, გამოცხადდება, მაგრამ უარს განაცხადებს დავალების შესრულებაზე ან კანდიდატის წერითი დავალება შეფასდება 12 - ზე ნაკლები ქულით.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება