2021/03/05
გაკეთებული განაცხადები: 118
-დასაქმების ან სოციალური სახელმწიფო პროგრამების განხორციელებასა და მონიტორინგში მონაწილეობის მიღება; -დასაქმების ან სოციალური სახელმწიფო პროგრამების განხორციელებასა და მონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ საანგარიშო ინფორმაციის მომზადება; -გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება; -დასაქმების ან სოციალური სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო მეთოდური მასალების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; -სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის საკონსულტაციო, მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; -დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თვისობრივი შესწავლა, ანალიზი, შრომის ბაზრის მოთხოვნილებების განსაზღვრასა და სამომავლო პროგრამების დაგეგმვისათვის წინადადებების მომზადება; -კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და პასუხების პროექტების მომზადება.
-„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; -„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულება“; -საქართველოს მთავრობის N665 დადგენილება; - საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ.
- დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება. - პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება. - სამუშაო პროცესების ორგანიზებული, ჯეროვანი და დროული შესრულების უნარი. - გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი. - საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. - ანალიტიკური აზროვნება. - ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- განათლების დამადასტურებელი მოწმობის და სამოტივაციო წერილის ატვირთვა სავალდებულოა;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემის ერთობლიობით, განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.