2021/03/05
გაკეთებული განაცხადები: 111
- დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებასა და მონიტორინგში მონაწილეობა, მათი მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად ინფორმაციების მომზადებაში და გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; - სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის (რეგიონალური/ადგილობრივი ცენტრები) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადება, საკონსულტაციო, მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, საჭირო მეთოდური მასალების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; - რეგიონული და რაიონული ცენტრების მიერ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების კუთხით შესრულებულ სამუშაოზე მონიტორინგის და ზედამხედველობის გაწევა; - პროგრამების შესახებ იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; - შრომის ბაზრისა და დასაქმების საკითხებზე ორგანიზებულ ღონისძიებებში (როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული) მონაწილეობის მიღება (დასაქმების ფორუმის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება); - დეპარტამენტში შემოსულ ვაკანტური ადგილების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა.
-„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; -„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულება“; -საქართველოს მთავრობის N665 დადგენილება; - საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი ; - ორგანიზებულობა; - კრეატიულობა; - საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება; - შედეგზე ორიენტირებული.
- განათლების დამადასტურებელი მოწმობის და სამოტივაციო წერილის ატვირთვა სავალდებულოა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
- კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემის ერთობლიობით, განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.