2021/01/23
გაკეთებული განაცხადები: 20
• სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა, მასში ცვლილებების განხორციელების და გეგმის შესაბამისი მონაცემების შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შეტანის კოორდინირება და კონტროლი; • შესყიდვების პროცესების ორგანიზება კანონმდებლობის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად; • უფლებამოსილი პირების მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შეფასება და ანალიზი; • ელექტრონული ტენდერის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტების (სატენდერო დოკუმენტაცია, სატენდერო განცხადება და სხვა) მომზადება ან/და მომზადების კოორდინაცია და კონტროლი; • კონკურსის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადების დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი; • პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების სატენდერო ან/და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის შემოწმება ან/და კოორდინირება/კონტროლი, ასევე აღნიშნული დოკუმენტებისა და ინფორმაციის სატენდერო ან/და საკონკურსო კომისიისთვის განსახილველად წარდგენა; • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მათი გაფორმებისა და შესრულების კონტროლი; • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და მის შესრულება/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების კოორდინაცია; • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება; • კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; • შესყიდვების სამსახურის მართვა; • სამსახურის თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება, დავალებების მიცემა, მონიტორინგი და შეფასება; • სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; • სამსახურებრივი კორესპონდენციის განხილვა; • კორესპონდენციის მომზადება ან/და უფლებამოსილების ფარგლებში მოზადებული კორესპონდენციის/დოკუმენტაციის ხელმოწერა/ვიზირება; • ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.
აუცილებელია: • მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში; • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე შესყიდვების მიმართულებით. სასურველია: • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; პიროვნული თვისებები: • პასუხისმგებლობა; • ორგანიზებულობა; • პუნქტუალურობა; • დეტალებზე ორიენტირებულობა; • აზრის ნათლად გამოხატვის უნარი; • დროის ეფექტურად მართვის უნარი; • გუნდური მუშაობის უნარი; • გუნდის განვითარების უნარი; • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; • მენეჯერული უნარები; • დელეგირების უნარი; • მოლაპარაკების უნარი; • ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზის უნარი.
წერითი დავალება მოიცავს: • ტესტირებას ზოგად უნარებში; • ტესტირებას ქართულ ენაში; • ტესტირებას საკონკურო თემატიკაში მითითებული სამართლებრივი აქტებიდან; • იმისათვის, რომ კანდიდატი გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე, მან როგორც ზოგად უნარებში ისე ქართულ ენაში მაქსიმალური 80 ქულიდან უნდა მიიღოს 48 ქულა და მეტი, ხოლო საკონკურო თემატიკაში მითითებული სამართლებრივი აქტებიდან ტესტში უნდა გადალახოს 70%-იანი ბარიერი, ანუ მაქსიმალური 40 ქულიდან უნდა მიიღოს 28 ქულა და მეტი; • აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის გაკეთების დროს ატვირთონ და გამოაგზავნონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი, ასევე შესაბამის ველში მიუთითონ მინიმუმ 1 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები; • შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით; • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.sda.gov.ge; • კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ hr.gov.ge-ზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გააკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში; კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით.