2021/01/23
გაკეთებული განაცხადები: 32
- განავითაროს სახელმწიფო პრიორიტეტების შესაბამისად, დონორთა დახმარების მიმდინარეობისა და შედეგიანობის გაზრდა; - სტრატეგიულ პრიორიტეტებთან დაკავშირებული ინიციატივების კონსოლიდაციის, კონცენტრაციისა და სინქრონიზაციის მიზნით დონორებთან თანამშრომლობა; - სახელმწიფო პრიორიტეტებზე დაყრდნობით ქვეყნის მასშტაბით დონორთა პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესების ხელშეწყობა; - სახელმწიფო ინსტიტუტებსა და დონორებს შორის კომუნიკაციის წარმატებული პრაქტიკის დამკვიდრებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა; - დონორთა პროგრამულ კომპონენტებზე მონაცემების შეგროვება და ანალიზი სახელმწიფო პრიორიტეტებთან შესაბამისობისა და პროგრამების განხორციელების ეფექტიანობის დადგენის მიზნით; - დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია; - მიმდინარე პროექტების განხორციელების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების, დაბრკოლებებისა და გადახრების იდენტიფიცირება, მიზეზების დადგენა და სათანადო რეკომენდაციების მომზადება; - საქართველოს მთავრობისა და დონოების ერთობლივი, მაღალი დონის საკოორდინაციო ფორუმის საორგანიზაციო მომსახურება და ანალიტიკური უზრუნველყოფა; - საქართველოს საგარეო დახმარების შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება; - კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე შემოსული წერილების და კორესპონდენციის შესწავლა, ანალიზი და სათანადო დასკვნების შედგენა; - დონორთა კოორდინაციის მექანიზმების განახლება; - საქართველოს პრემიერ - მინისტრის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; დ) „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის № 77 დადგენილება; ე) 2015 წლის 1 ივნისის საქართველოს მთავრობის N238 დადგენილება საქართველოში საგარეო დახმარების წესის კოორდინაციის თაობაზე; ვ) "საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის N340 დადგენილება.
ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
დ) „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის № 77 დადგენილება;
ე) 2015 წლის 1 ივნისის საქართველოს მთავრობის N238 დადგენილება საქართველოში საგარეო დახმარების წესის კოორდინაციის თაობაზე;
ვ) "საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის N340 დადგენილება.
იურიდიული მიმართულებით მუშაობის 3 - წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; საჯარო სამსახურში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები: - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); - სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით, (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას); - აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი). - კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით; - საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა); - კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე; - კანდიდატი ვალდებულია მიუთითოს ერთი ან ერთზე მეტი რეკომენდატორი და რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები; - კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მათ მიერ განცხადებაში (აპლიკაციებში) მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.